როგორ გამოვიყენოთ ძმარი რეცხვისას და რით ჯობია ის ქიმიურ საშუალებებს


ძმრის სასარგებლო თვისებებზე ყველას ბევრი რამ გვსმენია, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, ბევრ თქვენგანს გავაოცებთ იმით, თუ კიდევ რა შეიძლება გაგვიკეთოს ძმარმა.

თეთრეულის დარბილება


თეთრი ძმარი ძალიან დაგეხმარებათ თეთრეულის დარბილებაში. გარდა ამისა, ძმარი ქსოვილს კანის მცირე ნაწილაკებსაც კი აცილებს, რაც ნამდვილად ჰიგიენურია. ასევე კარგად აცილებს ფხვნილს. ამის ხარჯზე ქსოვილი ხდება ბევრად ნაზი და ფუმფულა. იდეალურია ლოგინის თეთრეულისა და პირსახოცების რეცხვის დროს.

აგარიდებთ გაღიზიანებას

რაოდენ კარგადაც უნდა გარეცხოთ და გაავლოთ სარეცხი, მასზე მაინც რჩება სარეცხი საშუალება, იქნება ეს ფხვნილი თუ სითხე, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ალერგია. ვისაც ეს პრობლემა აწუხებს ვურჩევთ გამოიყენოს ძმარი გავლების დროს.

ანადგურებს ნესტის სუნს



პირსახოცებს იმდენად ხშირად ვხმარობ, რომ ხშირად ბოლომდე გაშრობას ვერ ასწრებს და შესაძლოა მას ნესტის სუნი აუვიდეს. მსგავსი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ რეცხვის დროს გამოიყენოთ ძმარი.
პარფიუმერიული კონდიციონერები მხოლოდ სასიამოვნო სუნის ეფექტს ქმნის, თუმცა ის მალე გადის და უსიამოვნო სუნი ქსოვილს მაინც რჩება. ჩართეთ სარეცხი ხარშვის რეჟიმზე და ჩაასხით 2 ჭიქა ძმარი. ამის შემდეგ უკვე ჩვეული ფხვნილის გამოყენებით გარეცხეთ სარეცხი. ამ მეთოდით რეგულარულად გამოყენებით პირსახოცებს შეუნარჩუნებთ სიჯანსაღეს.

ათეთრებს თეთრ სარეცხს


ჩაის ტილოები, წინდები და პირსახოცები ყველაზე რთულად გასარეცხი ნივთებია. სხვადასხვა სახის ლაქების, ცხიმის მოსაშორებლად რეცხვის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ძმარი. გარდა იმისა, რომ ძმარი კარად აშორებს ლაქებს. ის გაყვითლებულ ქსოვილსაც ათეთრეს.
ჩაასხით ერთი ჭიქა თეთრი ძმარი 3-4 ლიტრიან ქვაბში და წამოადუღეთ. ადუღებულ წყალში ჩაალბეთ სარეცხი და გააჩერეთ. დატოვეთ ერთი ღამე და გარეცხეთ ჩვეულებრივად.

გახუნების წინააღმდეგ

შავი, მუქი ფერის სარეცხი კიდევ ერთი თავისტკივილია სარეცხის რეცხვის დროს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ გახუნება გავების დროს მანქანაში ჩაამატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი. ქსოვილი ფერს შეინარჩუნებს და არა გახუნდება.

ცხოველის ბეწვი წინააღმდეგ

#1 პრობლემა შინაური ცხოველების ყოლის დროს. ძმრით გავლების შემდეგ ქსოვილი ბევრად ნაზი ხდება და მასზე ბეწვები ნალებად ეკვრის. ძმარი შეგიძლიათ ჩაამატოთ კონდიციონერის განყოფილებაში, არ გირჩევთ მის კონდიციონერთან შერევას.

სარეცხის მანქანის საწმენდი საშუალება


იმისათვის, რომ სარეცხის მანქანა ერთგულად გვემსახუროს, ტექნიკას საგულდაგულოდ უნდა მოვუაროთ. მოვლის ერთ-ერთო მეთოდი ძმრის გამოყენებაა. ჩაასხით მანქანაში 2 ჭიქა ძმარი და ჩართეთ ხარშვის რეჟიმზე. ძმარი მანქანას მოაშორებს ყველანაირ ნადებსა და ობს. ეს პროცედურა წელიწადში 4 ჯერ მაინც უნდა ჩაატაროთ.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძმარი და მათეთრებელი ერთად. ეს ნაზავი ტოქსიკურია.
ნუ გამოიყენებთ ძმარს ყოველდღიურად, ის დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში და არა პროფილაქტიკის მიზნით.
ეცადეთ, რომ გაუზავებელი ძმარი არ მოხვდეს ქსოვილს, შესაძლოა მან ქსოვილი დაალაქაოს.
თუ ძმრის დოლურაში ჩასხმას აპირებთ, ეს გავლების შემდეგ გააკეთეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები