რომელი ნივთების შენახვა არ შეიძლება სამზარეულოს უჯრებში - შეამოწმე საკუთარ თავი

სამზარეულოს უჯრა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ნებისმიერი დიასახლისისა და მზარეულისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ განათავსებთ მას, ამაზეა დამოკიდებული თქვენი სამზარეულოს პრაქტიკულობა და ფუსფუსის სიამოვნება. ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება, სამზარეულოს ორგანიზების დროს ეს ფაქტორი მაქსიმალურად გაითვალისწინოთ.
არსებობს ნივთები, რომელთა უჯრაში შენახვაც არ არის რეკომენდებული.

ბასრი ნივთები

ბასრი დანების და ნივთების სამზარეულოს უჯრაში შენახვა პოტენციურ უბედურ შემთხვევას ნიშნავს. ის უბრალოდ თავის დროს ელოდება. დანების შესანახი საუკეთესო ადგილი სამზარეულოში დანების ჩასადებია, რომელიც სამუშაო ზედაპირზე თავსდება. თუ მაინცდამაინც უჯრაში გიწევთ დანების შენახვა უკეთესი,
იქნება თუ სპეციალურ ორგანაიზერს შეიძენთ.

მძიმე ჭურჭელი

მძიმე ჯამ-ჭურჭლის შესანახად სამზარეულოს უჯრა იდეალურ ადგილად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ასე არ არის. მართალია, წვდომა შესაძლოა მარტივად გქონდეთ, თუმცა სიმძიმემ ძალიან ადვილად შეიძლება დააზიანოს უჯრის მექანიზმი, ეს კი, გარდა ხარჯებისა, დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ნედლი და მალფუჭებადი პროდუქტი

სამზარეულო უჯრა ნამდვილად არ გამოდგება ნედლი და მალფუჭებადი პროდუქტის შესანახად, რადგან ის არ ნიავდება და ვერც ტემპერატურას გააკონტროლებთ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ უჯრა პრაქტიკულად, ეცადეთ, არ გადატვირთოთ, ასევე დაუფინოთ საფენები, რომ უჯრა არ გაჭუჭყიანდეს და ადვილად გაიწმინდოს. მოათავსეთ მხოლოდ ისეთი ნივთები, რომელიც, ზუსტად იცით, რომ არ გაფუჭდება.
სხვათა შორის, არც წამლების შესანახად გამოდგება ეს ადგილი, რადგან, ტემპერატურის ცვალებადობიდან გამომდინარე, პრეპარატები  უსაფრთხოდ ვერ გექნებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები