როგორ მოვაწყოთ საკუჭნაო


 პრაქტიკული იდეები

ყველა სახლში არის პატარა ადგილი, რომელსაც პირობითად საკუჭნაოს ვუწოდებთ ხოლმე. როგორც წესი, ასეთ ადგილებში გამოუსადეგარ, ძველ ნივთებს ვინახავთ, თუმცა, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, საკუჭნაოც კი შეიძლება ძალიან პრაქტიკულ და ფუნქციონალურ ადგილად აქციოთ. 
 
სამრეცხაო



პატარა სახლებში ყოველთვის არის პრობლემა სარეცხის მანქანასთან დაკავშირებით, არც სამზარეულოშია მისი ადგილი და არც აბაზანაში. ამ პრობლემის მოგვარებაში სწორედ საკუჭნაო დაგეხმარებათ. მთავარია  ის ახლოს იყოს სველ წერტილთან, რათა წყლის მიწოდების და გადინების პრობლემა არ შეიქმნას.



თეთრეულის შესანახი




საკუჭნაო ასევე ძალიან კარგი ადგილია თეთრეულისა და პირსახოცების
შესანახად. დამატებით შეგიძლიათ განათავსოთ პლასტმასის კონტეინერები და ასევე გამოიყენოთ სათავსოებად.



საყოფაცხოვრებო ქიმიის შესანახი 



ხშირად იქმნება ხოლმე პრობლემები მტვერსასრუტის, იატაკის ჯოხის, სათლის შენახვასთან დაკავშირებით. როდესც ეს ნივთები გამოსაჩენ ადგილას დევს საგრძნობლად აფუჭებს ინტერიერს. ჰოდა, სწორედ ასეთი ნივთების განთავსებაა შესაძლებელი საკუჭნაოში.

ოფისი სახლში



მონდომების შემთხვევაში პატარა ადგილი მშვენიერ სამუშო კაბინეტად შეიძლება იქცეს.







გარდერობი



საკუჭნაოს ქონის შემთხვევაში ეს ადგილი წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ გარდერობის მოსაწყობად.








საბავშვო ნივთებისა და სათამაშოების შესანახი ადგილი




როდესაც სახლში არის ბავშვი დღის წესრიგში დამატებითი სათავსოების გაკეთების საკითხი დგება ხოლმე, სათამაშოებისთვის ადგილი საკმარისი არასდროს არის. ამ შემთხვევაშიც საკუჭნაომ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.



პროდუქტის შესანახი




თავისუფალი სივრცე სამზარეულოში ადგილის განტვირთვაში დაგეხმარებათ. აქ შეიძლება შეინახოთ სხვადახვა სახის პროდუქტი, ბურღულეული, ფქვილეული, ზეთი, ღვინო და ა.შ.  
 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები