როგორ მოვუწყოთ ბავშვს სამუშაო სივრცე - 4 მარტივი საფეხური

სასწავლო წელი დაიწყო, უცნაური, თუმცა მეტად საჭირო. ბავშვების დიდ ნაწილს გაკვეთილებზე დასწრება სახლებიდან უწევს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, როგორ მოვუწყოთ ბავშვს მისთვის მოსახერხებელი გარემო.
საამისოდ გთავაზობთ 4 მარტივ საფეხურს

1. სამუშაო მაგიდა

მოსწავლისთვის საწერი მაგიდა, იგივე სამუშაო მაგიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია და ის მაქსიმალურად მასზე უნდა იყოს მორგებული. ამისთვის პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მაგიდის გაბარიტები, ზომა იწყება 1200 х 600-დან. თუ მონიტორი დიდი ზომის არის, მაგიდა უფრო ღრმა უნდა იყოს. ძალიან მნიშნელოვანია ასევე
დისტანცია მონიტორსა და ბავშვს შორის, რაც არ უნდა იყოს 50 სმ-ზე ნაკლები.

2. ადგილმდებარეობა

სასურველია ბავშვს მაგიდა ისე ედგას, რომ წინ ხედი ჰქონდეს. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვი არასდროს იგრძნობს თავს კომფორტულად, თუ ზურგით კარისკენ იჯდება.

3. განათება

იდეალური ვარიანტია, თუ მაგიდა ფანჯარასთან არის განთავსებული. უმჯობესია, თუ ბუნებრივი განათება მაგიდას მარცხნიდან ეცემა ან მარჯვნიდან იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ცაციაა. ხელოვნურ განათებასთან დაკავშირებით იგივე პრინციპი მოქმედებს.

4. მოსახერხებელი სავარძელი

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რომ სავარძელი იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ეს ის ნივთია, რომელზე ეკონიმიის გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი სავარძლები შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ ის თქვენი შვილის ჯანმრთელობას უზურნველყოფს.


კომენტარის დამატება