პრაქტიკული რჩევები შეზღუდული სივრცის მოსაწყობად

როგორ ვიპოვოთ სასურველი ბალანსი ფუნქციურობასა და შეზღუდული სივრცის მოსაწყობ სტილს შორის? აი, რას გვირჩევენ დიზაინერები და არქიტექტორები.

პალიტრა

სიბნელე პატარა სივრცისთვის ის ნამდვილი მტერია. რაც უფრო ნაკლები სინათლეა სივრცეში, მით პატარა და ვიწრო ჩანს იგი. ამიტომ, მცირეგაბარიტიან საცხოვრებელ სახლში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შერჩეულ პალიტრასა და განათებას. ოპტიმალურ არჩევანი იქნება ნეიტრალური, თბილი პასტელის ფერები შემდეგი სქემით: ყველაზე მუქი ფერის უნდა იყოს იატაკი, კედლები - საშუალო, ჭერი ყველაზე ნათელი.

წესრიგი

ვიზუალური ქაოსი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც შეზღუდული სივრცის საპირისპიროდ მოქმედებს. ამ
შემთხვევაში არ გირჩევთ ზედმეტი ნივთების გამოყენებას. დეკორისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მაქსიმალურად ფუნქციონალური ნივთები.

მასშტაბი

პატარა შენობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროპორციებს. ბევრად ეფექტურად გამოყურება მცრე ზომის ნივთები. მოსაპირკეთებელი მასალაც, იქნება ეს შპალერი თუ კერამიკული ფილები, უმჯობესია იყოს ან სადა ან დიდი ზომის პრინტებით. ასე სივრცე ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება.

ზონირება

პატარა ბინებში არსებობს ზონების აღრევის საშიშროება. ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება მკაცრი ზონირებაა. ამ შემთხვევაში ზონირებისთვის შეიძლება გამოიყენოთ თუნდაც პატარა მაგიდა სკამებით ან სადა სტელაჟი თუ მომცრო ზომის სამზარეულოს კუნძული.

უნივერსალობა

პატარა სივრცეში არ უნდა არსებობდეს შემთხვევითი ნივთები. ავეჯიც უმჯობესია მრავალფუნქციური იყოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები