როდესაც სახლს დიდი ხნით ვტოვებთ, ეს წესები უნდა დავიცვათ და ყველაფერი ისევე დაგვხვდება

 როგორ უნდა "დავაკონსერვოთ" ბინა, თუ სახლიდან წასვლა დიდი ხნით გვიწევს?

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ოთახის მცენარეებისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენა. მათ თავშესაფარი უნდა მოვუძებნოთ, ვთხოვოთ ვინმეს მიხედოს ან სხვა ადგილას გადავიტანოთ.

ამ თემაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ოთახის მცენარეების მორწყვა შვებულების დროს - სპეციალისტის რჩევები

ასევე წინასწარ უნდა მოაგვაროთ საქმე კომუნალური მომსახურების გადახდასთან დაკავშირებით, უმჯობესია თანხა წინასწარ გადაიხადოთ ან დატოვოთ ბალანსზე, რათა ამა თუ იმ კომპანიამ დავალიანების გამო მომსახურებაზე უარი არ განაცხადოს და არ ჩაგიჭრათ.

აუცილებელია ასევე სახლიდან ყველა
ტიპის ნაგვის და პროდუქტის გატანა, მაცივარი დააცარიელეთ და გამორთეთ. ასევე ფრთხილად იყავით ბურღულეულთან მიმართებაში, უმჯობესია სახლში არ დატოვოთ. ეს ეხება ქილებსა და კონსერვებსაც.

აუცილებლად გადაკეტეთ წყალი და გაზი, გამორთეთ გათბობა და ელექტრო ენერგია.

და ბოლოს, კარგი იქნება თუ სახლი დაზღვეული გექნებათ, თქვენი არყოფნის პერიოდში მაინც. ეს თავს ბევრად მშვიდად გაგრძნობინებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები