ნივთები, რომელთა ადგილიც საძინებელში არ არის


ძალიან ხშირად საძინებელში ისეთი ნივთები არსებობს ხოლმე, რომელთა ადგილიც იქ უბრალოდ, არ არის.
საძინებელი ის ადგილია, სადაც ადამიანმა უნდა გამოიძინოს და აღიდგინოს ძალები, დამშვიდდეს და დაიმუხტოს შემდეგი დღისთვის. ამ ადგილს გადატვირთვა და ბევრი ნივთი არაფერში სჭირდება.
მოდით ვნახოთ, რა არ უნდა ჰქონდეს ადამიანს საძინებელში.

ექიმები დარწმუნებით და კატეგორიულად გვირჩევენ რომ არავითარი ტელევიზორი, ნოუთბუქი, მუსიკალური ცენტრი თუ გაჯეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საძინებელში, ტექნიკის ადგილი იქ არ არის, ნებისმიერი მათგანი ძალიან უშლის ხელს ადამიანს დაძინებაში და მოდუნებაში, რაც საბოლოოდ აისახება
კიდეც ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

არც ქაოსი და ვიზუალური ხმაურია მისაღები, რასაც იწვევს მრავალი წვრილმანი, უსარგებლო ნივთის არსებობა. გაათავისუფლეთ თქვენი ტუმბო და კომოდი აბსოლუტურად ყველა ნივთისგან, რასაც არ ხმარობთ, ან უბრალოდ საძინებელში არ გჭირდებათ.
არც სარეცხის კალათის ქონაა რეკომენდებული საძინებელში, ბევრ დიასახლისს აქვს ასე, საწოლთან განთავსებული კალათა ჭუჭყიანი სარეცხისთვის, გვერწმუნეთ, ამის გაკეთება არ ღირს.
რა დაგჭირდებათ ტკბილი და ღრმა ძილისთვის? ეს შესაძლოა იყოს ჰაერის დამატენიანებელი და არომადიფუზორი. ასევე არ დაგავიწყდეთ ხარისხიანი მატრასი და ბალიში, და რა თქმა უნდა, ხარისხიანი ლოგინის თეთრეული, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები