როდესაც ძალიან ცხელა - საძინებლის გაგრილების ეფექტური მეთოდები

ზაფხულის ცხელ დღეებში ზოგჯერ ღამით დაძინება ძალიან ჭირს, ვენტილატორს და კონდიციონერს ყველა როდი იტანს. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

პირველი, რაც შეიძლება გირჩიოთ, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ლოგინის თეთრეულია. შეარჩიეთ საზაფხულო ქსოვილი, დროებით დაემშვიდობეთ სქელ, თბილ მასალას, ფანელი, ჟაკარდი, სქელი კოტონი ზაფხულში არ გამოგადგებათ. სატინა, აბრეშუმი, თუნდაც ტრიკოტაჟი თქვენს კანს ბევრად ესიამოვნება ზაფხულში. ქსოვილი რომ ბუნებრივი შემადგენლობის უნდა იყოს, ამაზე საუბარიც არ ღირს.

თუ ორ ადამიანზე ერთ საბანს იყენებთ, ზაფხული ის დროა, როდესაც გირჩევთ ჩვევებს უღალატოთ და წყვილს ინდივიდუალური დასაფარებელი ჰქონდ
ეს, გვერწმუნეთ ეს ბევრად მოსახერხებელი და კომფორტულია, მით უმეტეს ზაფხულის ცხელ დღეებში.


თუ უფრო მასშტაბურად მივუდგებით საქმეს, შეგიძლიათ შეიძინოთ მატრასი სპეციალური ჰოდროგელით, რომელიც ზაფხულში სიგრილეს უზრუნველყოფს, მას გამაგრილებელი ეფექტი გააჩნია. ზამთარში ამ ფენის მოშორება შესაძლებელი იქნება და მის შესანახად არცთუ დიდი ადგილი დაგჭირდებათ.
როდესაც ცხელ დღეებში ოთახში მთელი დღის განმავლობაში შემოდის სიცხე და მზის სხივები, შემდეგ ამ სივრცეში დაძინება ჭირს, ამიტომ გირჩევთ გადაწიოთ ფარდები და დახუროთ ფანჯრები საღამომდე. სანამ მზე კარგად არ გადავა.

ასევე კარგი ვარიანტია დღის განმავლობაში სახლში სველი პირსახოცების დაკიდება, რადგან ის ტენს უზრუნველყოფს.
არსებობს ასევე გამაგრილებელი მცენარეები, მაგალითად ფიკუსი, ქლოროფიტუმი, სპატიფილუმი, ისინი აი ეს ყვავილები და ზაფხულს ცხელ დღეებში ჩაძინება ბევრად გაგიადვილდებათ.

კომენტარის დამატება