თუ სახლს ხშირად ალაგებთ, ფეხსაცმელს და ქურთუკს შემოსასვლელშივე იხდით და საკვებს სიმშვიდეში ამზადებთ, ეს ოჯახის ჰარმონიულობას უწყობს ხელს - ფენშუის ექსპერტები

ფენშუის ექსპერტების საკუთარი მოსაზრება აქვთ იმ წეს-ჩვეულებებზე, რომელზეც ოჯახის კეთილდღეობა არის დამოკიდებული, მაგალითად, არ ღირს საკვების მომზადება ტელევიზორის ან რადიოს ხმის თანხლებით.
საკვების სიჩუმეში მომზადების, ასევე ფეხსაცმლის სახლში შესვლისთანავე გაწმენდის ჩვევა დაგეხმარებათ იმაში, რომ ოჯახში ჰარმონიული, კეთილგანწყობილი ატმოსფერო შექმნათ.

ფენშუის ექსპერტები დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ სახლში არ შეიძლება იმ სამოსით ყოფნა, რომლითაც გარეთ ბრძანდებოდით. ამიტომ, შინ დაბრუნების შემდეგ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გაიხადოთ ქურთუკი, რომ არ შეხვიდეთ ოთახში და გამოიცვალოთ ტანსაცმელი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საგარეო ქურთუკის საძინებელში შეტანა და
საწოლზე დადება.
იგივე წესი ეხება ფეხსაცმელებს, არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ სახლში ფეხსაცმელებით. ასევე ეცადეთ ფეხსაცმელი სახლში შესვლისთანავე გაწმინდოთ, გაასუფთაოთ და ისე შეინახოთ.
კიდევ ერთი კარგი ჩვევაა სახლის დალაგება, თუნდაც მსუბუქად, სტუმრების მიღების შემდეგ, რათა თავიდან მოიშოროთ თუნდაც შემთხვევითი ნეგატიური ენერგია.
ეცადეთ იატაკი სველი ტილოთი მოწმინდოთ და დარეცხოთ ჭურჭელი. ასევე არ დატოვოთ ასალაგებელი მაგიდა, - ამბობენ ექსპერტები.

საერთოდ, ფენშუის მიხედვით, სახლი ხშირად უნდა დალაგდეს და მოწესრიგდეს. დაგროვილი ნაგავი მკვდარი ენერგიის წყაროა. ეს ენერგია ოჯახის წევრებს აზარმაცებს, უუნაროს ხდის და ხელს უშლის წარმატებების მიღწევაში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბაზანა, ყველაფერი რაც უკავშირდება წყალს, ყოველთვის იყოს სუფთა და მოწესრიგებული, რომ თქვენი კეთილდღეობა წყალმა არ წაიღოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები