სურამისკენ ტყე იწვის - ხანძარი 10 ჰექტარს მოედო

ხანძარია შიდა ქართლში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში (ცოცხნარას თემში), სოფელ ცედანთან ახლოს ცეცხლი ფოთლოვან ტყეში გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი, დაახლოებით, 10 ჰა. ფართობზეა გავრცელებული. სიბნელის მიუხედავად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა საღარეიშვილი, სამართალდამცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები.
,,ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვან ტყეში, წინასწარი ინფორმაციით,
დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე. ამ ეტაპზე, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 12 ერთეული სახანძრო მანქანა და სახანძრო სპეცტექნიკაა ჩართული. სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, თუმცა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხერხდეს", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
სოფელი ცედანი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის ფაქტზე გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

გიორგი 2019-05-08 20:23
ამაში ეღჭვის შეტანა უკვე ძნელია რომ ამ ხანძრების გაჩენაში ხელისუფლების ხელიც ურევია თორემ რა გახდა ამდენი ხანი ასე სისტემატური ხანძრების გამჩენები ვერ გამოავლინეს
qutaiseli 2018-09-01 11:04
ხო ძალით წვავენ ეგენი ეგკიარა ამატი დამწვარია საბერძნეტის და ამერიკის ტერიტორიის მესამედი.დდ კაი რა
მერაბი 2018-08-30 15:31
ჯერ დააცადეთ კარგად გაღვივდეს და ას ჰექტარს რომ მოედება ის ნაქირავები ვერტმფრენი ორი თვე ადგილიდან რომ არ დაძრულა მერე ჩართეთ საქმეში, აბა თქვენ იცით რამდენს გადაწვავთ თქვენს ვაჟკაცობაზეა , იქნებ რეკორდიც დაამყაროთ....

კომენტარის დამატება