როგორი ზამთარი გველოდება - საქართველოს მთავარი მეტეოროლოგის შეფასებები


ზამ­თა­რი თან­და­თან იკ­რებს ძა­ლას, შე­სა­ბა­მი­სად, ტემ­პე­რა­ტუ­რა და მზი­ა­ნი დღე­ე­ბი სულ უფრო იკ­ლებს. გვე­ლის თუ არა მკაც­რი ზამ­თა­რი წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა უხვ ნა­ლექს და რო­გო­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვა.

ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვას თქმით, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს
ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში ან ნორ­მა­ზე 1-2 ც-ით მა­ღა­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლე­ქებს, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი იქ­ნე­ბა.


- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ძლი­ე­რი თოვ­ლი, ყინ­ვა? იქ­ნე­ბა თუ არა ზამ­თრის სე­ზო­ნი სიმ­კაც­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის თვალ­საზ­რი­სით შე­და­რე­ბით რბილ ზამ­თარს ვვა­რა­უ­დობთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით უხვნა­ლე­ქი­ა­ნი ზამ­თრის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია მთა­ში და მა­ღალ მთა­ში თოვ­ლის დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა.

ეს ერთი მხრივ და­დე­ბით როლს შე­ას­რუ­ლებს წყლის რე­სურ­სე­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ე­ბის­თვის. მე­ო­რეს მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას ისე­თი სტი­ქი­უ­რი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სიხ­ში­რის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო, რო­გო­რე­ბი­ცაა წყალ­მო­ვარ­დნე­ბი და თოვ­ლის ზვა­ვე­ბი.

ამ ტი­პის სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ­სწრე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა­საც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ვფიქ­რობთ, რომ ნახ­სე­ნე­ბი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი მათ­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­საძ­ლო უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი და მო­მა­ვა­ლი ზამ­თა­რი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ივ­ლის.

- ამინ­დის სე­ზო­ნურ პროგ­ნო­ზებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, რამ­დე­ნად ად­ვი­ლია 2-3-თვი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დო პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა?

- ამინ­დის სე­ზო­ნუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და მათი გა­მარ­თლე­ბა­დო­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან - 2 დღემ­დე წინ­სწრე­ბით და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან - 10 დღემ­დე წინ­სწრე­ბით პროგ­ნო­ზებ­თან შე­და­რე­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც, საგ­რძნობ­ლად და­ბა­ლია.

ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბა უაღ­რე­სად რთუ­ლი პრო­ცე­სია. ამის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია და დე­და­მი­წის კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის ხან­გრძლი­ვი, 1-3 თვის წინ­სწრე­ბით პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ამ რე­გი­ო­ნი­დან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ და მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დის პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იხილეთ ვრცლად

კომენტარის დამატება