როგორ დავზოგოთ წყალი და შევამციროთ მისი გადასახადი


როდესაც ოჯახის ყველა წევრი სახლშია, რა თქმა უნდა, კომუნალური ხარჯებიც იზრდება, განსაკურებით წყალზე. მოგეხსენებათ, დიდი ქალაქებში საკმაოდ ბევრი ადამიანი წყლის მრიცხველის მიხედვით იხდის გადასახადს. გარდა იმისა, რომ წყალი მსოფლიო რესურსებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, პანდემიის პირობებში ჰიგიენაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მისი მოხმარება დღითიდღე იზრდება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანებმა ამ უძვირფასესი რესურსის დასაზოგად?
პირველ რიგში უნდა დავივიწყოთ ზოგიერთი ჩვევა.

როგორ იხარჯება წყალი ყოველდღიურად

მოშვებული ონკანიდან ერთ წუთში დაახლოებით, 5-10 ლიტრი წყალი იხარჯება. გადაამრავლეთ ეს მაჩვენებლი იმ დროზე, რასაც სადილის მომზადების დროს პროდუქტის დასუფთავებას
ანდომებთ, ასევე ჭურჭლის რეცხვას, კბილების გახეხვას.
უნიტაზის ერთხელ ჩარეცხვას დაახლოებით 3-დან 8 ლიტრამდე წყალი ჭირდება.
სახლის დალაგებისა და სარეცხის რეცხვის დროს დაახლოებით 100 ლიტრი წყალია საჭირო.
შხაპის ან აბაზანის მიღების დროს 50-დან 200 ლიტრამდე იხარჯება.


სხვადასხვა სახის გახარჯვას შეიძლება დავუკავშიროთ ყვავილების მორწყვა, ცხოველების დაბანა, მათი ნივთების რეცხვა და ა.შ.
ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანი თვეში დაახლოებით 4,7 კუბურ მეტრ წყალს მოიხმარს. ეს შესაბამისად 4 700 ლიტრია.
როდის ვხარჯავთ წყალს ტყუილად და როგორ გამოვასწოროთ შეცდომა
დაიმახსოვრეთ, რომ მოშვებული ონკანიდან ყოველ წუთს დაახლოებით 5 ლიტრი წყალი მოედინება, ხოლო თუ ძლიერად მოუშვებთ 15. სამწუხაროდ, ეს ხშირად გვავიწყდება, იმ შემთხვევაში კი, თუ გავიხსენებთ და ვეცდებით გავითვალისწინოთ, შესაძლოა 60 ლიტრიც დაზოგოს ოჯახის ერთმა წევრმა მხოლოდ კბილების გახეხვის დროს.

დიასახლისები ხილს და ბოსტნეულს ძირითადად გამდინარე წყალში რეცხავენ, არადა, შეიძლება ეს პროდუქტი ჩაალბოთ დიდი ჯამში, წყლიანში, რა თქმა უნდა, და შემდეგ კარგად გადაავლოთ წყალი.
მით უმეტეს, როდესაც ჩვენს ირგვლივ ვირუსი მძვინვარებს, სპეციალისტები გვირჩევენ ხილ-ბოსტენული 10-15 წუთი თბილ წყალში ვამყოფოთ.

როგორ გავრეცხოთ ჭურჭელი

ყველამ კარგად ვიცით, რომ უმჯობესია ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხი მანქანით გავრეცხოთ.
ასე რეცხვის ხარისხიც მაღალია და წყალიც ნაკლები იხარჯება, ერთ ციკლს დაახლოებით 9-14 ლიტრი ჭირდება. თუმცა, ამ შემთხვვვაში არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი მომენტი - არ ღირს ნახევრად ცარიელი მანქანის ჩართვა.
მაგრამ არსებობს გამოსავალი- იმისათვის, რომ მანქანაში არ ელაგოს გასარეცხი ჭურჭელი, რაც ნამდვილად არ არის სასურველი, შეგიძლიათ ჩართოთ გავლების რეჟიმი, რომელსაც, როგორც წესი არ ჭირდება 15 წუთზე მეტი, ასე მათ შედარებით სუფთად შეინახავთ და როდესაც მანქანა გაივსება, ერთად გარეცხავთ.
თუ ჭურჭელს მანქანის გარეშე რეცხავთ, გირჩევთ, დააგროვოთ წყალი ნიჟარაში, ერთად გარეცხოთ და შემდეგ დაავლოთ, ასე წყალს საგრძნობლად დაზოგავთ.

სარეცხის რეცხვა

სარეცხის რეცხვის დროს საკმაოდ ბევრი წყალი იხარჯება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ კილოგრამიანია მანქანა, რომელ რეჟიმზე რეცხვათ და რა სიხშირით. თითო რეცხვის დროს იხარჯება დაახლოებით 34-დან 145 ლიტრამდე წყალი. ამიტომ გირჩევთ დააგროვოთ სარეცხი და ისე გარეცხოთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ დელიკატური რეცხვის და ძლიერ ჭუჭყიანი რეჟიმის დროს წყალი გაცილებით მეტი იხარჯება.

აბაზანა შხაპის მაგივრად

ერთხელ აბაზანის გავსებას იმდენივე წყალი დაჭირდება რამდენიც 5-7-ჯერ შხაპის მიღებას. ყველაზე პატარ ზომის აბაზანში 145 ლიტრი წყალი ეტევა, ამ სტანდარტულ მოდელებში კი 200 ლიტრი.
შხაპის მიღების დროს წუთში 2- ლ წყალი იხარჯება, ამიტომ ამ შემთხვევაში დროის გამოთვლაც შესაძლებელია. დანიშნეთ დრო, რამდენ წუთს ანდომებთ დაბანას და ყოველ ჯერზე დააყენეთ მაღვიძარა ერთი წუთით ადრე, რათა დრო არ გაგეპაროთ. ერთი წუთი დაბანის ხარისხზე ვერანაირად აისახება, თუმცა წყლის დაზოგვას ნამდვილად მოახერხებთ.

უნიტაზის ჩარეცხვა



4-სულიანი ოჯახი დღეღამეში საშუალოდ 25-40 ჯერ რეცხავს უნიტაზს. გამოდის, რომ ყველაზე მეტ წყალს სწორედ ამ დროს მოვიხმართ.
გამოსავალი მარტივია, ჩარეცხვის დროს გამოიყენეთ ხოლმე ორი ღილაკიდან ის, რომელიც მხოლოდ ნახევარ წყალს მოიხმარს, ეს კი თითო ჩარეცხვაზე დაახლოებით 3-4 ლიტრია.
თუ უნიტაზში წყალი მიედინება, დღეღამეში 100 ლიტრამდე  დაიხარჯება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები