შემოქმედებითი ნიჭი ყოველთვის ახალი ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. ეს ენთუზიაზმით აღსავსე წყვილი გამონაკლისი არ გახლავთ. მათ გადაწყვიტეს, რომ დრო იყო, ჰქონოდათ საკუთარი მუსიკალური და სამხატვრო სტუდია, თანაც მობილური. ამ მიზნით მათ შეიძინეს ძველი სასკოლო ავტობუსი, რომელიც მათი შთაგონების წყარო გახდა.


ისინი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ მობილური მუსიკალური და სამხატვრო სტუდიისა და მყუდრო სახლის ქონაზე. ჰოდა, ლუის ვილჩესმა, მხატვარმა და ფოტოგრაფმა (მისი ნამუშევრები წარმოდგენილია აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, ნიკარაგუას და რუმინეთის გალერეებში) და მისმა პარტნიორმა, კორა როუზმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, გადაწყვიტეს შეექმნათ მსგავსი


ამ უჩვეულო ავტობუსში ყველაზე საინტერესო ოთახი ხმის ჩამწერი სტუდიაა. ის შეიძლება პატარა ჩანდეს, მაგრამ წყვილმა მოახერხა 11 სხვადასხვა ინსტრუმენტის განთავსება, ელექტრონული კლავიშებიდან, გიტარებიდან, უკულელედან და ფლეიტიდან დაწყებული, მიკროფონებითა და ჩამწერი აპარატურით დამთავრებული. კორასთვის ეს პატარა თავშესაფარი ასევე წყვილის საძინებლადაც გამოიყენება. შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ორი სივრცის გაერთიანება, რომელიც დიდ ადგილს მოითხოვს ასეთ მოკრძალებულ სივრცეში. გამოსავალი კი ისეთი საწოლია, რომლის კარადაში დამალვაც ამწევი მექანიზმების გამოყენებით მარტივია. ის კომფორტულად იტევს ორ ადამიანს და წყვილმა ასევე დაამონტაჟა კიდევ ორი კარადა ტანსაცმლისა და ინსტრუმენტებისთვის.


გადაკეთებული ავტობუსი სრულიად თვითკმარია. მზის პანელები დამონტაჟებულია სახურავზე, ტერასის გვერდით, რომელიც განკუთვნილია გარე დასვენებისა და მცირე წვეულებებისთვის. თავდაპირველად, ისინი ხუთ 100 ვატიან მზის პანელს იყენებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ათამდე ავიდენენ. ფართო გარე სალონში განთავსებულია ორი 182 ლიტრიანი მტკნარი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ჩამდინარე წყლის ავზი, რაც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ kკანალიზაციის გარეშე, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ცენტრალურ კომუნალურ მომსახურებებთან დაკავშირება.



ავტობუსის ქვეშ ასევე არის საკმარისი სათავსო სათადარიგო ნაწილებისთვის, ხელსაწყოებისთვის და დიდი ზომის ნივთებისთვის, რომლებიც უძლებს სიცივეს.



და ბოლოს, წყვილი აქტიურად მოგზაურობს კონტინენტის მრავალ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგზაურობის გეგმები თითქმის ყოველდღიურად იცვლება, მათი მიზანი ერთია- მოინახულონ სიაში შემავალი ყველა ქვეყანა. მოგზაურობის დასრულების შემდეგ, ხოსე და კორა ხელოვნებისა და მუსიკის სკოლის გასახსნელად ნიკარაგუაში (სადაც ხოსეა წარმოშობით) გამგზავრებას გეგმავენ.





