"მეწყერი დაძრულია, ნაპრალები ვითარდება სწრაფად... - 35 ფოტო ლისი-მუხათწყაროდან, სადაც გეოლოგები მუშაობენ


ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყრულ ტე­რი­ტო­რი­ას გე­ო­ლო­გე­ბი სწავ­ლო­ბენ. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის, ზურა რი­კა­ძის თქმით, პირ­ვე­ლა­დი დას­კვნე­ბი ხვალ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, მე­წყე­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზი რთუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია.

„ორი დღეა, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვაკ­ვირ­დე­ბით მე­წყრულ უბანს. გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლი აქ­ტი­ურ დი­ნა­მი­კა­შია. ფარ­თობ­ში არ არის გაზ­რდი­ლი, მაგ­რამ ნაპ­რა­ლის სი­გა­ნე მო­მა­ტე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე კვლე­ვე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს და გზა უნდა იყოს ჩა­კე­ტი­ლი. პირ­ვე­ლა­დი დას­კვნე­ბი ხვალ იქ­ნე­ბა მზად.

პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, მე­წყე­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზი რთუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი
და გე­ო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ზურა რი­კა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­ის­მო­ლო­გის შე­ფა­სე­ბას, თეა გო­დე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ აქ მუდ­მი­ვად არის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რად­გან ეს არის ღია სის­ტე­მა და „ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის, რომ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დეს".

„მე­წყე­რი დაძ­რუ­ლია. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არის გზის მშე­ნებ­ლო­ბა. ისე­თი დიდი მას­შტა­ბის არ არის, რო­გორც სხვა, მაგ­რამ პრობ­ლე­მებს ესეც შექ­მნის. და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა გზას...

ეს არის პირ­ვე­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, მე­წყრუ­ლი მასა არის ჩა­სა­ხუ­ლი და დაძ­რუ­ლი. ეს ად­გი­ლი გა­სა­მაგ­რე­ბე­ლი იყო. ღია სის­ტე­მაა და ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის, რომ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დეს. აქ მუდ­მი­ვად არის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

"უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ გე­ო­ლო­გი წყვეტს, სად რა უნდა გა­კეთ­დეს და არა სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი. ეს არის პრობ­ლე­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში. გა­ყავთ გზე­ბი, და­ი­წყე­ბენ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტებს სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ეს სა­კი­თხი არ ეს­მით. თქვენ რა გინ­დათ ერ­თია და ბუ­ნე­ბა რას გკარ­ნა­ხობთ - მე­ო­რე“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დე­ლა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ნაპ­რა­ლე­ბი ვი­თარ­დე­ბა სწრა­ფად.
წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება