რა ნაკლი და ძლიერი მხარეები აქვთ თანამედროვე სამზარეულოების მასალებს - დსპ, აკრილი თუ მდფ?


იმისათვის, რომ სამზარეული იყოს არა მარტო ლამაზი, არამედ მოხერხებული და გამძლე, ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი. ის უნდა იყოს ეფექტურიც და ამავდროულად მდგრადი, რომელიც დროთა განმავლობაში არ შეილახება.
დღეს შევეცდებით გესაუბრით სოწრედ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე, რომელი მასალა ჯობს, რომელია უფრო გამძლე და თან ეფექტური.

ლამინირებული დსპ


ეს სამზარეულოს ზედაპირის ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია. ის ძალიან ადვილი დასამზადებელი და დასამონტაჟებელია. ასევე ძალიან მრავლფეროვანი არჩევანი აქვს. ეს გახლავთ ლამინატი, რომელიც დაფარულია დსპ-თი. ეს მას წყლისგან იცავს, მაგრამ არასაკმარისად. ასევე დსპ-ს ზედაპირი არ არის მდგრადი
ცხელთან და ჭუჭყთან მიმართებაში.

მდფ


მდფ-იც ლდსპ-ს მსგავსია, თუმცა შედარებით ამტანი და გამძლე. რაც შეეხება ამ მასალას სამზარეულოს ზედაპირისთვის, ძლიერი დარტყმის შედეგად ის ძალიან მარტივად შეიძლება დაზიანდეს. მდფ საკმაოდ ბიუჯეტურია, ამიტომ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. რაც შეეხება წყლის მიმართ მდგრადობას, დსპ-სთან შედარებით უკეთესია.

აკრილი


აკრილის ზედაპირი ძალიან მარტივად იკაწრება თუმცა უძლებს დარტყმას. ეს მასალა არ იწოვს ცხიმსა და წყალს და ადვილად იწმინდება. აკრილს შეიძლება მისცეთ ნებისმიერი ფორმა, თუმცა მთავარი ის გახლავთ, რომ მისი რესტავრირება არ არის პრობლემა.

კვარცი


ეს ხელოვნური ქვაა და ძალიან მოთხოვნადია. შეიძლება ითქვას, რომ კვარცი გამძლეობით ნატურალურ ქვებსაც კი აღემატება. კვარცის ზედაპირი ჰიგიენური და ძალიან ადვილი მოსავლელია. ის მდგრადია ლაქების მიმართ, თუმცა კვარცის ხედაპირი შეზღუდულია ზომებში, მაგრამ აწებებენ ისე, რომ ნაწიბური საერთოდ არ ჩანს.

ფოლადი


ეს გახლავთ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის ძალიან პრაქტიკული და ჰიგიენური ვარიანტი. ის ძალიან ადვილად ირეცხება, არ იწოვს წყალსა და ცხიმს.
ამ ტიპის ზედაპირს ძირითადად პროფესიონალურ სამზარეულოებში აკეთებენ, თუმცა მისი დამონტაჟება სახლშიც შეიძლება. ეს მასალა ძალიან მდგრადია ნებისმიერი ტემპერატურის, ლაქების და ცხიმის მიმართ. ძალიან ორგანულად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს. მისის ერთადერთი მინუსი გახლავთ ის, რომ საგნის დაცემის დროს აქვს არასასიამოვნო ხმა.

ხე


ხის ზედაპირი, როგორც წესი, ხის გამძლე, მყარი ჯიშებისგან მზადდება, თხილი, ბამბუკი, მუხა და ა.შ. საერთოდ, ხე ინტერიერში ძალიან თბილად და მყუდროდ გამოიყურება. ხის ზედაპირი დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგად არის დამუშავებული წყალისგან დამცავი საშუალებებით. მოსავლელად ცოტა რთულია, არ არის მდგარდი ცხელის მიმართ. არ გირჩევთ ხის ზედაპირის ქიმიური, აგრესიული საშუალებებით დამუშავებასაც.

ბეტონი


ბეტონის ზედაპირი დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე, ცოტა ცივი სტილის მოყვარულთა ინტერიერში. თუმცა ის არც ისე პრაქტიკულია, მას აქვს ფორები, რომელიც იწოვს საკვების ნარჩენებს, ცხიმს, წყალსა და ჭუჭყს. ამიტომ ბეტონის ზედაპირს ამუშავებენ ხოლმე სპეციალური დამცავი ფენით, რომელიც მისი ექსპლუატაცით გამოწვეულ არასასურველ შედეგებს მინიმუმამდე დაიყვანს. ბეტონზე არ არის სასურველი ცხელის დადება და მასზე დაჭრა. ასევე მის მინუსად ითვლება მძიმე წონა.

ახლა თქვენ იცით ყველაფერი სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის შესახებ. გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მორგეთ თქვენს მოთხოვნილებებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს დაგეხმარებით და დაგიცავთ მოულოდნელი და არასასიამოვნო სიურპრიზებისგან.

კომენტარის დამატება