როდიდან გამოიდარებს საქართველოში: "ოქტომბერი ჩვეულებრივზე ერთი გრადუსით უფრო თბილი და უნალექო იქნება"


ხვალიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურის მატება 8 ოქტომბრიდანაა ნავარაუდევი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა. უფრო კონკრეტულად კი უახლოესი ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

"დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 14-18 გრადუსის ფარგლებში იქნება, 9 ოქომბრამდე 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 10 ოქტომბრიდან 20-25 გრადუსია ნავარაუდევი.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 9-14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება ხვალაც, 8 ოქტომბერს 12-17 გრადუსია ნავარაუდევი, 9 ოქტომბრიდან კი კვლავ მოიმატებს ტემპერატურა.

თბილისში დღეს და ხვალ
წვიმა შენარჩუნდება. ტემპერატურა კი 12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 8 ოქტომბერს 15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში კვლავ მოიმატებს ტემპერატურა. ზოგადად, ოქტომბერში თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი ერთი გრადუსით მეტი ნორმაზე." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება