დამდგარი წყალი 40 გრადუსამდე გაათბეთ. გაითვალისწინეთ, წყალი უნდა იყო დამდგარი, ეს ძალიან მიშვნელოვანია. თუ წყლის თერმომეტრი არ გაქვთ, თავად შეგიძლიათ გასინჯოთ წყლის ტემპერატურა, ხელს რომ ჩაყოფთ, სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს, თუმცა არ უნდა გწვავდეთ.
თბილი წყალი ჩაასხით მაღალ ჭურჭელში და ორქიდეის ქოთანი ამ ჭურჭელში მოათავსეთ.
ზემოთ აღნიშნული წესით ორქიდეა კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას, ამას ჩაძირვის მეთოდი ქვია. ზაფხულშიც კი, როდესაც ძალიან ცხელა, ორქიდეა უფრო ხშირ მორწყვას არ საჭიროებს.