10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეთ სახლში ოთახის მცენარეები

თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ სახლში ყვავილები ვერ ხარობენ, გირჩევთ დაამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი და უბრალოდ ისწავლოთ მცენარეების მოვლა. რატომ?
დაგვერწმუნეთ, საამისოდ საკმარისი მიზეზი არსებობს.

1. ყვავილები ადამიანს განტვირთვაში ეხმარებიან.
რამდენიმე წუთი რომ უყუროთ აფრიკული იის ლამაზ იისფერ ყვავილებს, აუცილებლად იგრძნობთ ადრენალინის მომატებას, ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და იგრძნობთ საოცარ სიმშვიდეს.

2. ატენიანებენ ჰაერს
ძვირად ღირებული ჰაერის დამატენიანებლის ყიდვის ნაცვლად ბოსტონური გვიმრის შეძენას გირჩევთ. ეს მცენარე ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა.

3. კურნავენ
ალოე ვერას საოცარი თვისებების შესახენ უძველესი
დროიდან არის ცნობილი. ის ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. ის შესანიშნავად კურნავს ასევე დერმატიტს, ჰერპესსა და დამწვრობას.

4. შთააგონებენ ადამიანს
მჭახე ფერის ყვავილები ხელს უწყობს ადამიანის ფანტაზიის განვითარებას და შემოქმედიბით პროცესს.

5. ანეიტრალებენ ალერგიულ რეაქციას
თუ ოთახის მტვერზე გაქვთ ალერგია, ქლოროფიტუმი შეიძინეთ.

6. წმენდენ ჰაერს
ინგლისური სურო პირველია იმ ყვავილთა სიაში, რომლებიც ჰაერს წმენდენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთაც ასთმა აწუხებთ.

7. დადებითად მოქმედებენ ადამიანის ენერგიაზე
გაწუხებთ უმადობა და უძილობა? შეიძინეთ წითელყვავილიანი მცენარეები.

8. გვეხმარებიან კონცენტრაციაში
მეცნერებმა დაასკვნეს, რომ მცენარეები ადამიანის კონცენტრაციას 70 პროცენტით ზრდიან.

9. ამცირებენ სტრესს
თავად მცენარეების მოვლის პროცესი, მათზე ზრუნვა ადმიანს სტრესისგან ათავისუფლებს.

10. ამშვიდებენ თვალებს
თუ თვალები გადაგეღალათ შეხედეთ მცენარე პოთოსს. აარსებობს მოსაზრება, რომ ეს ყვავილი ხელს უშლის გლაუკომასა და სარკომას წარმოქმნას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები