მცენარისთვის განკუთვნილმა ქიმიურმა საშუალებებმა რომ არ გავნოთ

რა უნდა იცოდეთ ყვავილებზე, როცა ისინი ქიმიურად მუშავდება, განსაკუთრებული შენახვისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაძლოს. ვიცით, რომ უცხოეთიდან შემოდის უამრავი მცენარე კონტეინერებით, რომელთაც ტრანსპორტირების დროს სჭირდებათ სპეციალური დაცვა, ამიტომ მათი შეწამვლა ხდება სპეციალური ქიმიკატებით....
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მასთან მუშაობის პრინციპები, რომ მცენარემ, განსაკუთრებით მოყვავილე მცენარემ არ გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმის ინტოქსიკაცია...

ვყიდულობთ მცენარეს, რომელიც არ ვიცით, როდის არის დამუშავებული ის ქიმიით (განსაკუთრებით ყურადსაღებია ფოთლების და ყვავილის დამუშავება)... ეს იქნება ოთახის მცენარე, მოყვავილე თუ მოჭრილი ყვავილები... საჭიროა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები...

თუ
მცენარის ქიმიურად დამუშავების შემდეგ გასულია მინიმუმ 30 წუთი, მის ფოთლებზე ან ყვავილზე ხელით შეხება საშიშროებას არ წარმოადგენს. ქიმიური პრეპარატები ამ დროის განმავლობაში ორთქლდება, მაგრამ, განსაკუთრებით ყვავილიანი მცენარეები, რომელთა ყვავილზეც დიდი ხნის განმავლობაში რჩება ქიმიური პრეპარატი, გარკვეულ ინტოქსიკაციას იწვევს ისეთ ორგანიზმში, რომელიც მიდრეკილია ალერგიისადმი, ან ადამიანს აქვს ასთმური სინდრომი (თუ ამ დროს ადამიანმა დაყნოსა ყვავილი, (უმეტეს შემთხვევაში ასეთ დამუშავებულ მცენარეს სუნი თითქმის არა აქვს) ან გასრისა ხელით ფოთოლი და შემდეგ მოხვდა პირის ღრუში). ამ შემთხვევაში უმჯობესია მცენარესთან მუშაობა ხელთათმანებით და ნიღბით,(ეს იქნება მცენარის გადარგვა, დაკალმება ყვავილის მოშორება და ასე შემდეგ)...

გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მყიდველის პოზიცია, არამედ გამყიდველის პოზიცია, როცა ის უამრავი ქიმიურად დამუშავებული მცენარის გვერდით არის... აუცილებლად უნდა იმუშაოს ხელთათმანებით და ნიღბით, ყვავილის დაყნოსვაც რეკომენდებული არ არის...
ხელით შეხებისას თუ მცენარის წვენი მოხვდა ხელზე, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული გამონაყარი, ყნოსვისას შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი თავბრუსხვევა, გულისრევა და იშვიათ შემთხვევაში კუჭის მოქმედების დარღვევა...

თუ მცენარე ახალი დამუშავებულია ქიმიური პრეპარატებით, მასთან სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს საჭიროა შეძენილი მცენარე 1 საათით დავდგათ ჰაერზე... შემდეგ უნდა შეეხოთ მხოლოდ ხელთათმანებით. ცნობისათვის, ახალი შეძენილი მცენარე როგორც ვიცით, არის მოთავსებული ტორფში, ასეთი მცენარე არ საჭიროებს არც გადარგვას (სამი კვირის განმავლობაში), არც დამატებით საკვებს... (2 თვის განმავლობაში.). ამ დროის გასვლის შემდეგ მცენარესთან ურთიერთობა შეგვიძლია შეუიარაღებლადაც....

განსაკუთრებით ქიმიურად მუშავდება ზოგიერთი მცენარე .თითქოსდა ხელოვნური ვიზუალით - გერბერები, სარაცენია, ფერადი კალები, ალოკაზია, კალათეა... - ძირითადად, რომელი მცენარეებიც უცხოეთიდან შემოდის.
მარინა ვაშაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები