სიბნელის მოყვარული მცენარეები - თუ ოთახი არც ისე ნათელია

თუ ოთახი არც ისე ნათელია, გირჩევთ მისთვის სიბნელის მოყვარული მცენარეები შეარჩიოთ.



ერთ-ერთი ასეთი მცენარე ადიანტუმი, იგივე ვენერას თმაა. ის გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და შესანიშნავად გრძნობს თავს ბნელ გარემოში.



სამეფო ბეგონია საერთოდ არ საჭიროებს მზის პირდაპირ სხივებს და ბნელ ადგილას შესანიშნავად ხარობს, მთავარია წყალი ზომიერად მიაწოდოთ. უხვი წყალი მას არ უყვარს.



პიტნა, როგორც წესი, ჭაობიან ადგილებში ხარობს, ამ მცენარეს სჭირდება ნოტიო და ბნელი გარემო და ის თქვენს სახლს მშვენიერი სურნელით აღავსებს.



შვედური სამყურა ცოტა ძველმოდურად გამოიყურება,თუმცა ის შეგიძლიათ აქციოთ ვერტიკალური ბაღის
ნაწილად.



ტერარიუმი კა საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს მცენარეები და საერთოდ არ აქვს მზის სინათლე. მას მხოლოდ სინოტივე და ცოტა გაბნეული შუქი ჭირდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები