მცენარეები, რომლებთანაც ფრთხილად უნდა იყოთ!

გიყვართ ოთახის ყვავილები? ძალიან კარგია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. ზოგიერთი ყვავილი შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს თქვენთვის და თქვენი ახლობლებისა თუ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველებისთვის.


ციკლამენა

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ამ ძალიან ლამაზ მცენარეს შეუძლია ცუდი ფიქრების განდევნა. დიახ, ის მართლაც მშვენიერია, თუმცა ნუ დაგავიწყდებთ, რომ ის შხამიანიც არის. მისი ყველაზე შხამიანი ნაწილი თესლი და ფესვია. მის წვენს ძლიერი გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია. ხშირად ამ ყვავილისგან ამზადებენ წამალს, რომელსაც ჰაიმორიტის წინააღმდეგ იყენებენ, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას არ გირჩევთ.



დიფენბახია

მართალია,
ეს ყვავილი კარგად წმენდს ჰაერს, თუმცა მის საძინებელში დადგმას არ გირჩევთ. მისი წვენი ძლერ შხამიანია. კანზე მოხვედრის შემთხვევაში ის დამწვრობას იწვევს.



კაქტუსი

ეს ძალიან ცბიერი მცენარეა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.




ფულის, ბარაქის ხე

ეს მცენარე ყოველ მეორე ოჯახში გვხვდება და საყოველთაოდ არის მიჩნეული ფულისა და ბარაქის სომბოლოდ, თუმცა მასთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ. ის საკმაოდ შხამიანია და ზიანის მიყენებაც კი შეუძლია თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.



ჰორტენზია

ეს მშვენიერი მცენარეა, ძალიან ლამაზად გამოიყურება, მასთან შეხება საშიში ნამდვილად არ არის, თუმცა მისი წვენი საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.



გერანია

გერანია მშვენიერი ანტისეპტიკია, კარგად ხსნის სტრესს, უებარია ანგინის დროს, თუმცა მისმა სუნმა შესაძლოა ასთმური შეტევა, ასვე ალერგია გამოიწვიოს. გერანია უარყოფითად მოქმედებს ორსულებსა და ბავშვებზე.



პუანსეტია

ამ მცენარესთანაც სიფრთხილე გვმარტებს, მისი წვენი ალკალოიდებს შეიცავს. მისი ფოთლები და ყვავილები საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მისი მოთეთრო წვენი ნამდვილად სახიფათოა.

კომენტარის დამატება