ოთახის 5 მცენარე, რომლებიც ღამით აქტიურად გამოყოფენ ჟანგბადს

ოთახში, სადაც სუფთა ჰაერია გაცილებით მარტივია დაძინება და კარგად გამოძინება. მცენარეების უმრავლესობა ჟანგბადს დღის განმავლობაში გამოყოფს. მცენარეების ჩვენს ჩამონათვალში კი ყველაფერი პირიქითაა - ისინი იდეალურად გამოდგებიან იმ სივრცისთვის, სადაც სძინავთ.

კალანხოე

მცენარე აქტიურად გამოყოფს ჰაერს დღის როგორც ნათელ, ისე ბნელ პერიოდში. მეტიც, კალანხოე აღიარებულია, როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. დადგით ყვავილი მზიან ადგილას და არ დაგავიწყდეთ მისი მორწყვა, რათა ოთახში მუდამ სუფთა ჰაერი იყოს.

ალოე ვერა

ალოე ვერა გარეგნობით არ გამოირჩევა, თუმცა მცენარე სრულიად უნიკალურია. მისი წვენი უამრავ დაავადებას კურნავს, მათ შორის
კანის პრობლემებს. ღამით მისი ფოთლები აქტიურად გამოყოფენ ჟანგბადს და ოთახს მიკრობებისგან წმენდს.

„სიდედრის ენა“

მიუხედავად საკმაოდ არასასიამოვნო სახელისა, მცენარეს ბევრი დადებითი თვისება აქვს. ის ჰაერის ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. თანაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. გულმავიწყი დიასახლისებისთვის ის იდეალური ვარიანტია.

ორქიდეა

კუთხის მცენარეებისგან განსხვავებით ორქიდეა სახლის ნამდვილი დეკორია. ყვავილს არა მარტო საძინებლის ინტერიერის გალამაზება შეუძლია, არამედ წმენდს ჰაერს. თანაც მცენარე ჟანგბადს გამოყოფს ღამით. დადგით ორქიდეას ქოთანი საწოლთან ახლოს და ისიამოვნეთ ღრმა და ჯანსაღი ძილით.

ნემსიწვერა

ნემსიწვერა აღიარებული ბუნებრივი დეზინფექტორია. მცენარის ეთერზეთი აუმჯობესებს განწყობას, ათავისუფლებს შფოთვისა და დეპრესიისგან, მისი ფოთლები კი ჰაერს ჟანგბადით ავსებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები