როგორ გადავრგათ მცენარეები ისე, რომ არ დავაზიანოთ

იყიდეთ ახალი ყვავილი, მოიტანეთ სახლში, გადარგეთ ქოთანში, მორწყეთ, მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე და ის უეცრად მოკვდა. რა მოხდა, რა შეცდომა დაუშვით?


1. ნუ იჩქარებთ მცენარის გადარგვას ყიდვისთანავე

დააცადეთ მცენარეს. შეეგუოს ახალ ადგილს. გარემოს შეცვლა, სხვანა განათება, ტენი და ა.შ. მცენარისთვის შოკია. ახალ გარემოსთან შესაგუებლად მას 2 კვირა მაინც სჭირდება.

2. სწორად შერჩეული სეზონი

ყვავილების უმრავლესობისთვის გადასარგავად საუკეთესო დრო გაზაფხულია, მისი ზრდის ყველაზე აქტიური პერიოდი. ეცადეთ მცენარეების ყიდვა და გადარგვა სწორედ ამ დროს დაამთხვიოთ, ზამთარში მოყვავილე მცნერეებისთვის კი შემოდგომაა ყველაზე ოპტიმალური პერიოდი.


3. წინასწარი მორწყვა


გადარგვამდე 3-4 დღე ყოველდღიურად უნდა მორწყათ, რათა მცენარე კარგად დასველდეს. ეს შოკის ხარისხს შეამცირებს. თუ გადარგვას თიხის, კერამიკულ ქოთანში აპირებთ, რამდენიმე საათით ადრე ქოთანში წყალი ჩაასხით. თიხა კარგად იწოვს სითხეს და ყვავილს ძალიან მოუხდება.


4. მოუფრთხილდით ღეროს

ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ნაყიდი ყვავილის ამოქაჩვა გადარგვის დროს. აკურატულად დაამუშავეთ გვერდები, ისე, თითქოს ბისკვიტს იღებთ ფორმიდან. არავითარ შემთხვევაში არ ამოქაჩოთ ღეროთი.

ამოღების შემდეგ ნაზად ჩამოაფერთხეთ ფესვებიდან მიწა, ცოტათი მოაშიშვლეთ და ისე მოათავსეთ ახალი ქოთნის ძირში. შემდეგ ნელ-ნელა მოაყარეთ მიწა და მორწყეთ.


5. რაც შეიძლება ნაზად

გადარგვის შემდეგ მცენარე ორი დღის განმავლობაში მოარიდეთ მზეს. ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად სველი.

კომენტარის დამატება