როგორ მოვიყვანოთ სახლის პირობებში მწვანე ხახვი მთელი წლის განმავლობაში

მწვანე ხახვი მთელი წლის განმავლობაში? რატომაც არა, ეს ხომ შესანიშნავი ბოსტნეულია, რომელიც როგორც კერძებში, სალათებში გვჭირდება ხოლმე, ისე ძალიან კარგი მისაყოლებელიც გახლავთ.



როგორ მოვიყვანოთ მწვანე ხახვი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პოლიეთილენის პაკეტები
  • პატარა ბოლქვები
  • ხის ბურბუშელა
  • ტუალეტის ქაღალდი

სამუშაოს მსვლელობა


1. ხის ბურბუშელას დააასხით მდუღარე წყალი და დააცადეთ გაციება. გადაასხით წყალი. ბურბუშელა უნდა იყოს ნამიანი და არა დამბალი, ხელის დაჭერის დროს წყალი არ უნდა მოჟონავდეს.



2. აიღეთ პოლიეთილენის პაკეტი, ძირში სამი მუჭა ბურბუშელა დაყარეთ და ხელით ჩატკეპნეთ.



3. ხახვის თითოეულ ბოლქვს წააჭერით თავი.



4. ბოლქვები
მჭიდროდ ცაალაგეთ პაკეტში.



5. ახლა კი ერთი პატარა ხრიკი: ცოტა ჩაბერეთ პაკეტში, თითქოს მის გაბერვას აპირებდეთ და მოუკარით პირი. დატოვეთ პაკეტი ასე და ნუ შეეხებით, სანამ მწვანე ფოთლებს არ დაინახავთ, ის საკმაოდ უნდა გაიზარდოს.



6. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელშიც ხის ბურბუშელის ნაცვლად ტუალეტის ქაღალდი დაგჭირდებათ. დაასველეთ ქარალდი, ისე, რომ ერთგვარი ფაფისებური მასა მიიღოთ და გააგრძელეთ დანარჩენი მანიპულაციები.



7. შედეგად ძალიან მოკლე დროში თქვენ გექნებათ ძალიან გემრიელი მწვანე ხახვი.

კომენტარის დამატება