როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის: 8 რჩევა მცენარეების მოყვარულთათვის

ქოთნის მცენარეების მდგომარეობაც კი პირდაპირ არის დამოკიდებული წელიწადის დროზე. გამოშრალი ჰაერი, ხანმოკლე დღის სინათლე და დაბალი ტემპერატურა თავისთავად დამთრგუნველად მოქმედებს მცენარეებზე. როგორ შეიძლება ვუშველოთ ჩევნს მწვანე მეგობრებს და როგორ გავუმარტივოთ რთული პერიოდი?


შეამოწმეთ, მცენარეს მავნებლები ხომ არ ყავს

თუ ქოთნის მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში გარეთ გქონდათ გატანილი აუცილებლად კარგად შეამოწმეთ მავნებლები ხომ არ გაუჩნდა. თუ რამე საეჭვო შენიშნეთ ჩაუტარეთ სპეციალური სამკურნალო პროცედურა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ზამთრის გადატანა ყვავილს ძალიან გაუჭირდება.


შეამცირეთ მორწყვა

სიცივის მოახლოებისთანავე ყვავილების უმეტესობა ე.წ. ძილის რეჟიმში გადადის.
ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა მცენარეს წყლის მიწოდება შეუმციროთ.


გადადგით ქოთანი

თუ ატყობთ, რომ მცენარეს მზის შუქი არ ყოფნის შეურჩიეთ სხვა ადგილი, სადაც ამის პრობლემა არ ექნება. მზის სხივები მცნერისთვის აუცილებელია.




უარი თქვით სასუქზე

ზამთრის პერიოდში მცენარე არ საჭიროებს ნიადაგის განოყივრებას. სასუქის შემცირება შემოდგომიდან დაიწყეთ და ზამთრისთვის საერთოდ შეწყვიტეთ.


ნუ დაივიწყებთ სისუფთავეს

მტვერი ხელს უშლის მცენარეს ნორმალურად სუნთქვაში. ასე რომ, ეცადეთ ფოთლები ხშირად გაუსუფთავოთ.


გაზარდეთ ტენიანობა

ოთახის მცენარეები თავს ყველაზე კომფორტულად 40-50 პროცენტიან დატენიანებში გრძნობენ. ზამთარში ბინებში, როგორც წესი, გათბობის შედეგად ტენიანობა 10-20 პროცენტით იკლებს ხოლმე, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორს.


აკონტროლეთ ტემპერატურა

მცენარეების უმრავლესობისთვის დროის განმავლობაში ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა 20-23 გრადუსია. ღამით ის 10-15 ხაზით ნაკლები უნა იყოს. ამაზე დიდი სხვაობა ტემპერატურაში შესაძლოა მცენარისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.


მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები

შემოდგომით მცენარეს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სპეციალური სამუშაოები, უნდა მოშორდეს მკვდარი ფოთლები და ღეროები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები