10 მცენარე, რომლებიც სახლში ჰაერის ტენიანობას ზრდის

ბინაში, სადაც ცენტრალური გათბობის შედეგად მშრალი ჰაერია, არანაკლებ პრობლემატურია. ტენიანობის ნაკლებობა უარყოფითად აისახება კანსა და თვალის ლორწოს მდგომარეობაზე. საცხოვრებელ სახლში ჰაერის ტენიანობა 35-65%-მდე უნდა შენარჩუნდეს.

პრობლემის მოგვარება მხოლოდ ჰაერის სპეციალურ დამატენიანებლეს შეუძლია, მაგრამ ამაში თქვენ ოთახის მცენარეებიც დაგეხმარებათ.

პალმა არეკა კატეჰუ

ნასას მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოვლინდა, რომ ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელია.

ბოსტონური გვიმრა

მცენარე, რომელიც დედამიწაზე მილიონობით წლების წინ გაჩნდა, შესანიშნავად იზრდება ქალაქის საცხოვრებელი სახლების პირობებშიც. მას მხოლოდ მორწყვა
და ფოთლების წმენდა სჭირდება. მადლიერების ნიშნად კი სახლში სისუფთავესა და ტენიანობას შეინარჩუნებს.

ქლოროფიტუმი

ქლოროფიტუმზე უფრო ამტანი მცენარის პოვნა გაგიჭირდებათ. ისინი ოთახში ჰაერს მაქსიმალურად ატენიანებენ.

სპატიფილუმი

ეს მრავალწლიანი მცენარე ცნობილი ბუნებრივი დამატენიანებელია. მას „ქალურ ბედნიერებასაც“ უწოდებენ - ჰაერში ეფექტურად ანადგურებს მავნე ტოქსინებს და ავსებს ჟანგბადით, განსაკუთრებით ღამით.

კაუჩუკოვანი ფიკუსი

ფიკუსი კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას, მეტიც, სწორედ იშვიათი მორწყვის შემთხვევაში მცენარის ფოთლები გაძლიერებულად გამოყოფს ტენს.

აგლაონემა

აგლაონემა პოპულარობით სარგებლობს ადამიანებში, რომლებსაც მცენარეების მოვლის დრო არ რჩებათ. ამ მცენარის „მოკვლას“ ძალიან უნდა შეეცადოთ - აგლაონებას შეუძლია ექსტრემალური სიმშრალის გადატანაც და ხანგრძლივად სიბნელეში ყოფნაც. გაუგებარია, რატომ პასუხობს ის ასეთ ტანჯვას სიკეთით - წმენდს ჰაერს მავნე ტოქსინებისგან და ავსებს მას ტენით.

სანსევიერა

სანსევიერა სახლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა. ის არამარტო ჰაერს ატენიანებს, არამედ გაძლიერებულად გამოყოფს ჟანგბადსაც.

დრაცენა მარგენატა

ყველა დრაცენას შორის მარგინატა ყველაზე დეკორატიულია. თანაც, ბინაში, სადაც მცენარე ხარობს ჰაერი ტენიანი და სუფთაა.

ბამბუკის პალმა

მავნე ტოქსინებთან მებრძოლი კიდევ ერთი მცენარე - ბამბუკის პალმა. სახლში ჯანსაღი მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად, საკმარისია რამდენიმე ქოთანი ბამბუკის პალმა დადგათ.

წყარო: www.goodhouse.ru
 https://www.goodhouse.ru/home/najdi-vremja-dlja-zhizni/10-rasteniy-povyshayushchih-vlazhnost-vozduha-v-kvartire/#part0

კომენტარის დამატება