ბაღი კორპუსის მეშვიდე სართულზე

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ნანი ონიანი მეუღლესთან, შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. უკვე სამი წელია თავის ჰობის - ყვავილების მოვლას დიდ დროს უთმობს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი სახლი უფრო გაუვალ ჯუნგლებს გავს ვიდრე სახლს.ნანი არაერთი საქმის, საზრუნავის მიუხედავად, ყოველდღიურად უვლის და ეფერება თავის ლამაზმანებს.

- მცენარეები და ყვავილები ბავშვობაშიც მიყვარდა და მაინტერესებდა, მაგრამ მაშინ ალბათ სხვა რაღაცეებზე უფრო ვფიქრობდი. ბუნება განსაკუთრებულად მიყვარდა, ყოველთვის მერჩივნა მთაში, ტყესთან ახლოსდასვენება, ვიდრე ზღვაზე.ბავშვობაში ტყეში სოკოს საკრეფად სიარული ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა
იყო. უკვე სამი წელია აქტიურად დავიწყე მცენარეების გამრავლება და დიდი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში. პროფესიით კულინარი ვარ. ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ დროებით კოჯორში ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას, სადაც იმედი მაქვს მექნება ორანჟერეა და ჩემი მცენარეებისთვის უკეთეს პირობებს შევქმნი.

- ალბათ საკმაოდ რთული გზა გაიარეთ, სანამ თქვენი სახლი დღევანდელ სახეს მიიღებდა. როგორ დაიწყეთ მცენარეების შეგროვება?
- ჩემი პირველი მცენარე იყო პალმა. როცა დავინახე მივხვდი, რომ ჩემი უნდა ყოფილიყო. ასე მოყვა ერთს მეორე, მეორეს მესამე დაა.შ. დღეს ჩემი სახლი უფრო გაუვალ ჯუნგლებს გავს ვიდრე სახლს. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა ხედავ წლიდან წლამდე როგორ იზრდებიან და ლამაზდებიან.

- მცენარეების გამრავლების და მოვლის გამოცდილება მანამდეც გქონდათ?
- აქამდე მცენარეების მოვლისგამოცდილება არ მქონდა, რადგან არასდროს მქონია შეხება მცენარეებთან. სხვათაშორის არცერთი ჩემი ოჯახის წევრი არ ყოფილა მცენარეებით აღფრთოვანებული. ნელ-ნელა ჩემით მივხვდი, რომელ მცენარეს როგორი მოვლა სჭირდება. მართალია სანამ აქამდე მოვიდოდი რამდენიმე მომიკვდა, მაგრამ ალბათ ამის გარეშე არ გამოვიდოდა ის, რასაც დღეს ხედავთ.

- რას გრძნობთ მცენარეებთან, მიწასთან ურთიერთობის დროს? ერთგვარი თერაპია ხომ არაა ეს თქვენთვის?
- მიწასთან და მცენარეებთან ურთიერთობა ნამდვილი თერაპიაა ჩემთვის. მათ თავისი ადგილი აქვთ ჩემს ცხოვრებაში და მათთვის მეც გარკვეული დრო მაქვს გამოყოფილი. ეს ალბათ უფრო ჰობია ჩემთვის.

- რა მცენარეები ჭარბობს თქვენს სახლში და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ისინი?
- ჩემს სახლში უფრო მწვანე მცენარეები ჭარბობს, ვიდრემოყვავილეები. როდესაც მაღაზიაში მივდივარ, ის მომაქვს რომელიც ერთი შეხედვით მომეწონება, ან შეიძლება ის ავირჩიო, რომელიც კარგად არ გამოიყურება, რადგან შემდეგ გამოვაცოცხლო. ეს ერთგვარი სიამოვნებაა ჩემთვის. დღეს უკვე 42 ქოთანი „ცხოვრობს“ ჩემს სახლში.

- მცენარეებთან მიმართებაში ყველაზე ხშირად რა სირთულეს და პრობლემებს აწყდებით?
- ჯერჯერობით მხოლოდ ადგილის პრობლემა მაქვს.ფაქტიურად სახლში თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა,მე კი თავს მაინც ვერ ვიკავებ, როცა ორანჟერეაში აღმოვჩნდები, მაინც ვყიდულობ და მომაქვს სახლში. საბედნიეროდ სხვა პრობლემა არ მაქვს და იმედი მაქვს არც მექნება.

- არის მცენარე, რომელიც ძალიან გინდოდათ გქონოდათ და ვერ გაახარეთ?
- დიახ, ასეთი მცენარეა SenecioRowleyanus, იგივე „მარგალიტის ასხმა“, რომელიც ძალიან მინდა რომ გამეხარებინა, მაგრამ სამწუხაროდ უკვე მეორე შემთხვევაა, რომ არ გამომდის. მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია, ცოტახნის წინ ისევ ვიყიდე და იმედი მაქვს ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებ. სრულყოფილებამდე ალბათ ჯერ ბევრი მიკლია და კრახიც რამდენჯერმე განვიცადე. სახლის პირობებში ვერ ვახარებდი ჯუჯა ნაძვების გახარებასდა ამის გამო ძალიან ვწუხდი, ამიტომ აღარც მიყიდია. ვიყიდი მაშინ, როცა შემეძლება ეზოში დავრგო, რადგან ნაძვისთვის აუცილებელია ბუნებრივი გარემო.

- მცენარეების მოვლა ძალიან მძიმე შრომას მოითხოვს. თქვენ როგორ ართმევთ თავს ამ საქმეს, თან კორპუსში გაქვთ ამდენი მცენარე.
- მართალი ხართ, მცენარეების მოვლა საკამოდ შრომატევადი საქმეა. აუცილებელია გქონდეს დღეში რამდენიმე წუთი ან საათი გამოყოფილი მათთვის,მაგრამ უკვე იმდენი საშუალება არსებობს, რამაც შეიძლება შეგიმსუბუქოს შრომა, რომ უკვე ყველაზე დაკავებულ ადამიანსაც კი შეუძლია სახლში თუ ეზოში ქონდეს მცენარეები, რათქმაუნდა თუ ამის სურვილი აქვს.კორპუსში ცხოვრება უფრო ართულებს ყველაფერს,მაგრამ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არის და მეც ვიპოვე: ჩემი მცენარეების ძირითადი ნაწილი ჩამოკიდული მაქვს.

- თქვენი მეგობრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას? ალბათ ძალიან მოსწონთ თქვენს ყვავილნარში დასვენება...
- ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემთან და ჩემს მცენარეებთან სტუმრობა. თითქმის ყოველ ჯერზე რომელიმეს მიაქვს პატარა, ახლადდაფესვიანებული მცენარე. მემგონი ყველას ვისაც ვიცნობგადავდე მცენარეებისადმი სიყვარული.

- რას ეტყვით ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ ბინაში ასეთი გარემოს შექმნა შეუძლებელია...
- ასეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ შეუძლებელი არაფერია,მთავარი მონდომებაა და რათქმაუნდა სიყვარული,რომელსაც რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მცენარეები გრძნობენ.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები