4 მარტივი წესი, თუ გვინდა, რომ იამ იყვავილოს მთელი წელი და გაგვახაროს...

1. ნიადაგი დაქოთანი
იის ქოთანი ძალიან ფართო უნდა იყოს. თქვენ მის აყვავებაზე და არა ფოთლების ამოყრაზე უნდა იზრუნოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, ნუ აიღებთ მას ეზოებსა და ბაღებში, იგი შეიძლება დაბინძურებული იყოს. გამოიყენეთ სპეციალური ყვავილების მიწა. ზოგიერთ მცენარეს დრენაჟი არ სჭირდება, მაგრამ იისთვის იგი აუცილებელია.

2. სინათლე და სითბო
იას უყვარს შუქი, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები ვნებს. ამიტომ მისთვის იდეალური ადგილია დასავლეთ ან ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული ფანჯრის რაფა, სადაც მზე
იშვიათად ჩნდება. ხოლო, თუ რაფაზე მუდმივად ცივა ან ორპირი ქარია, ია
დაავადდება. მისთვის იდეალური ტემპერატურაა 16-21 გრადუსი. პერიოდულად აბრუნეთ ქოთანი, რათა სინათლისკენ მხოლოდ ერთი მხარე არ იყოს მიშვერილი.

3. მორწყვა და განოყიერება
მცენარეს წყალი ფრთხილად უნდა დაასხათ. უმჯობესია, წვრილი ნაკადით ქოთნის კიდესთან. დაუშვებელია წყლის დასხმა პირდაპირ ყვავილზე. ია თვეში ერთხელ უნდა გაანაყოფიეროთ. ზედმეტი კვება ფოთლებს გაუყვითლებს და ჩამოაცვენს.

4. ფერი და ფორმა
იმისათვის, რომ ყვავილს აკურატული ფორმა ჰქონდეს და მუდმივად იყვავილოს, იას მუდმივად შელამაზება ესაჭიროება. აუცილებლად მოაშორეთ ზედმეტი ფოთლები, დამჭკნარი ყვავილები და ფოთლები და ამოყრილი ”შვილები” აუცილებლად სხვა ქოთანში გადარგეთ, რათა დედა-იას ყვავილობაში ხელი არ შეეშალოს.

მარინა ვაშაძე
(ჯგუფი "ყვავილნარი")

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები