10 ყველაზე დიდი მცენარე ინტერიერისთვის: სად მოვათავსოთ და როგორ მოვუაროთ


აღარ მოგწონთ სახლის ინტერიერი, თუმცა ბიუჯეტი არ გაძლევთ რემონტის გაკეთების საშუალებას? ატყობთ, რომ სახლში ჰაერი გამომშრალია? ხშირად ხართ უმიზეზოდ მოწყენილი? გაგიკვირდებათ და ამ და კიდევ ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი ქოთნის ყვავილების მეშვეობით.
თუ გაქვთ კერძო სახლი, ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ გაქვთ ქოთნის ყვავილებიც. ერთი-ორი მაინც. ალბათ ფანჯრის რაფაზე გაქვთ ლამაზად დალაგებული, პერიოდულად უსხამთ წყალს და ფიქრობთ, რომ ამის მეტი მათ არაფერი სჭირდებათ, თუმცა ინტუიციურად მწვანე მეგობრებისგან ბევრად მეტს მოითხოვთ.

მაშინ ჩათვალეთ, რომ დღეს გაგიმართლათ, თუ ვერ შეცვლით მთელ
სამყაროს, საკუთარი გარემოს შეცვლას მაინც მოახერხებთ და დარწმუნდებით, რომ ქოთნის ყვავილებს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ.
მოდით, დღეს ვისაუბროთ დიდი ზომის ყვავილებზე, რომლებიც თავს იდეალურად ველურ გარემოში გრძნობენ, თუმცა სათანადოდ მოვლის შემთხვევაში არც სახლის პირობებში გრძნობენ თავს ძალიან დაჩაგრულად.

1. მონსტერა


ამ მცენარის სახელწოდება რაღაც დიდთან და გრანდიოზულთან ასოცირდება და რეალურად ასეც არის. სათანადოდ მოვლის პირობებში ეს ყვავილი ჭერამდეც კი იზრდება რაც იმას ნიშნავს, რომ მის ქვემოთ ბევრი თავისუფალი ადგილი იქნება.

ეს მცენარე თქვენს სახლს ჟანგბადით გაამდიდრებს და ასევე მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ ლიანას შემთხვევაში ის შეიძლება გაზარდოთ როგორ ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად.
მონსტერას უყვარს ზომიერი მორწყვა და ფოთლების დაბანა.


2. პალმა


ეს მცენარე ძალიან პოპულარული და ორიგინალურია. მას ყველაზე ხშირად ირჩევენ სახლებისა და ოფისებისთვის. ძალიან უპრეტენზიო მცენარეა და უყურადღებობის შემთხვევაშიც კი შეუძლია გადარჩეს. ის საკმაოდ დიდი ზომის ქოთნის ყვავილია, რომელიც ზოგჯერ 3-5 მ სიმაღლეს აღწევს. თუმცა სახლის პირობებში უფრო დეკორატიულ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლიც, როგორც წესი, 1,5 მ იზრდება ხოლმე.
უკვე აღვნიშნეთ, რომ პალმა ადვილი მოსავლელია, თუმცა მას არ უყვარს ორპირი ქარი.


3. ფიკუსი


ფიკუსი ადამიანებს უყვართ იმის გამო, რომ ძალიან ადვილად მოსავლელია. ყველაზე პოპულარულია ბენჟამენის ფიკუსი, 6-7 წელიწადში მისმა სიმაღლემ შესაძლოა 2 მ-საც კი მიაღწიოს. თუმცა არსებობს სხვა ჯიშებიც, რომელიც არც ისეთი მასობრივია.

ამ მცენარეს უყვარს რეგულარული, თუმცა ზომიერი მორწყვა და დატენიანება.

4. გიბისკუსი, იგივე ჩინური ვარდი


ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეებისგან განსხვავებით, გიბისკუსს აქვს ერთი აშკარა უპირატესობა - ის ყვავის. თუმცა იმ პირობით, რომ მას სათანადო ადგილას მოათავსებთ - არც კაშკაშა მზეზე და არც სიბნელეში.

ტენიანობა, რეგულარული მორწყვა და სასუქი - აი, რა სჭირდება ამ მცენარეს იმისთვის, რომ თქვენი ინტერიერი საუცხოოდ აქციოს.


5. აბუტილონი


ოთახის ეს მცენარე ხშირად ერევათ ხოლმე გიბისკუსში, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, თუ შეგხვდათ, თამამად შეიძინეთ, ის ნამდვილად დაამშვენებს და გაალამაზებს თქვენს სახლს, მით უმეტეს, რომ მოვლა მასაც ისეთივე სჭირდება, როგორიც ჩინურ ვარდს.




6. ლიმონი


ჭეშმარიტი მცენარეების მოყვარულები აუცილებლად ეცდებიან სახლში ლიმონის ხის გახარებას. ნაყოფიც აუცილებელი ატრიბუტია, არა, საჭმელად არა, სილამაზისთვის, დეკორაციად. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც თქვენი მოვლილი მცენარე ნაყოფს გამოიღებს.


თუმცა გაითვალისწინეთ, თუ ლიმონი ნაყიდი ლიმონის კურკებით გაქვთ გახარებული, მისგან ნაყოფის მიღება ვერ მოხერხდება. საამისოდ გირჩევთ ლიმონის ხე ორანჟერიაში ყვავილების მაღაზიაში შეიძინოთ, რომლიც სპეციალურად არის გამზადებული ნაყოფის მოსასხამად.
ლიმონს უყვარს სინათლე, სითბო და ზომიერი მორწყვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლიმონის ხის ან თუნდაც სხვა მცენარის გამათბობელთან დადგმა.



7. ფატსია


ვიზუალურად ფატსია დიდი ზომის ხელის მტევანსა და გაშლილ თითებს წააგავს. თუ მას სათანდო პირობები აქვს, თავდავიწყებით იზრდება. უყვარს სიგრილე, სინათლე და ზომიერი მორწყვა.

8. შეფლერა


ველურ ბუნებაში შეფლერას ბუჩქის სიმაღლე 2 მ-ს აღწევს. სახლის პირობებში მსგავსი გასაქანი მას ვერ მიეცემა და მან ეს კარგად იცის, ამიტომ 1 მ-ით კმაყოფილდება. გამოცდილი მებაღეები მას ბუჩქის სახით წარმოადგენენ ხოლმე.

შაფლერა შედარებით მომთხოვნი და მგრძნობიარე მცენარეა. უყვარს გაფანტული მზის სხივები, უხვი მორწყვა და ხშირი გაგრილება. ვერ იტანს ორპირ ქარს.

9. კოდიეუმი


კროტონი, იგივე კოდიმი ძალიან ლამაზი მცენარეა. მისი ფოთლები სხვადასხვა შეფერილობის არის, არ უყვარს სიცხე და კაშკაშა მზის შუქი.
შედარებით მომთოვნი ქოთნის მცენარეა. კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. სათანადო მოვლის პირობებში ის ულამაზესი იზრდება.



10. მოლოჩაი


თუ სახლში ეს მცენარე გაქვთ, ე.ი ეგზოტიკის მოყვარული ბრძანდებით. სუკულენტების წარმომადგენელი გამოირჩევა თავისი სიმშვიდით, მისთვის სულ ერთია რა გარემო გაქვთ სახლში.

მოლოჩაი საკმაოდ ნელა იზრდება. საერთოდ, ეს ნელი მცენარეა, მას არსად ეჩქარება. სამაგიეროდ, ძალიან ლამაზია და ინტერიერს საოცარ ხიბლს სძენს.


კომენტარის დამატება