როგორ გავახაროთ ცისარტყელა ვარდი საკუთარი ხელით

ვარდი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ ნამდვილია. დიახ, დიახ, ხელოვნური არ გახლავთ. გეთანხმებით, ცოტა რთულია ამის აღქმა და წარმოდგენა, ამ ყვავილში ხომ საოცარი ფერებია თავმოყრილი.
ალბათ ბევრი ადამიანი დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი სილამაზის საკუთარი ხელით გახარება.

როგორ გავახაროთ ვარდი

თავად პროცესი საკმაოდ მარტივია, მაგრამ შედეგი შთამბეჭდავი. მცენარის შეფერილობის მთავარი ფაქტორი მინერალების ტრანსპორტირებაა. ღეროდან ვარდში ნელ-ნელა შედის მინერალებით შეფერილი წყალი, რომელიც თანდათანობით აღწევს მის ყვავილამდე და მას ფერს ანიჭებს. წყალი ორთქლდება, ფერი კი რჩება. შედეგად ვიღებთ ფერად ვარდს. როგორც ხედავთ, ბევრი არაფერი, უბრალო
ბოტანიკისა და ფიზიკის ცოდნა გვეხმარება ფერადი ვარდის მიღებაში.

თუ წყალში ერთდროულად რამდენიმე ფერს მოათავსებთ, ერთმანეთს შეერევა. ყვავილის ყველა ფოთოლი ერთ ფერში შეიღებება. ჩვენ კი სხვა შედეგი გვინდა, სხვადასხვა ფერად შეღებილი ყვავილები. ამიტომ ღერო უნდა გადავფურჩქნოთ და თითო ღერი სხვადასხვა ფერის წყალში უნდა მოვათავსოთ. შედეგად მივიღებთ ცისარტყელას.

კონკრეტული რჩევები


1. შეარჩიეთ თეთრი ვარდი და მოჭერით დაახლოებით 20-23 სმ სიგრძეზე.
2. შეარჩიეთ 4 კონტრასტული ფერი. ერთი სპექტრის ფერებს შერჩევას არ გირჩევთ.
3. აიღეთ ჭურჭელი წყლისთვის. ცალ-ცალკე მოათავსეთ ფერები, რამდენიმე წვეთი თითო ჭურჭელში და კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვარი ფერი. შედეგად უნდა მიიღოთ ოთხი სხვადასხვა ფერის წყლით სავსე ჭურჭელი.
4. ღერო უნდა გადაფურჩქნოთ ძალიან აკურატულად, გააკეთეთ ეს ხელით და ძალიან ნაზად.
5. მოარიდეთ ვარდი მზის პირდაპირ სხივებს.


კომენტარები

თენგო 2022-02-05 23:07
სრული ჰაუგებრობაა
ნინო 2022-01-23 01:41
ღერო მოჭრილი თეთრი ვარდისა იყოფ დანით იმდენჯერ, რამდენი საღებავიანი ჭურჭელიცაა და სათითაოდ იდება ამ სითხეში.. საღებავი, როგორც მახსოვს სხვა გამოცემიდან, უნდა იყოს ბუნებრივი საღებავი, არა ზეთოვანი :)
წყალს შეიწოვს ღეროს ყველა ნაჭერი და ბოლოს შეფერადდება თავად ვარდის სურნელოვანი დურცლები
ტასო 2021-12-07 15:47
ნამეტანი გაურკვეველი აღწერაა,რომელი საღებავია მისაღები?მთავარი საღებავია,აკვარელი,ზეთოვანი თუ რომელი?
იზა 2021-11-27 18:14
ეს არ არის ზუსტი აღწერა, თუ არ გინდოდა გესწავლებინა ხალხისთვის რა გრჯიდა? უგულოდ გადმოცემულია და ასე ვერავინ იგებს რა გვასწავლე
გურამ სხილაძე 2021-11-23 10:32
ვერც მე მივხვდი და გარკვევით რომ დაგვიწეროთ თუ შეგიძლიათ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები