დიდფოთლებიანი და მშვენიერი მცენარეები ინტერიერისთვის

ეძებთ ლამაზ, კომფორტულ, დიდი ზომის ფართოფოთლებიან ოთახის მცენარეს? მაშინ მოგვყევით და ჩაინიშნეთ ის საოცარი გიგანტური მცენარეები, რომლებიც ინტერიერს გაალამაზებს.

ფიკუს ლირატა

ამ მცენარეს დიზაინერები უბრალოდ აღმერთებენ მისი სიმაღლისა და ფოთლების ფორმის გამო. ეს ფიკუსი შესანიშნავად გრძნობს თავს გაფანტულ სინათლეში, მგრძნობიარეა ცივი ნიადაგის მიმართ. ჯუნგლების შესაქმნელად ინტერიერში ორი ცალი ასეთი ფიკუსი აბსოლუტურად საკმარისია.

ფილოდენდრონი

როდესაც ოთახის დიდი ზომის მცენარეებზე საუბრობენ სპეციალისტები, პირველ რიგში აუცილებლად ფილოდენდრონს ასახელებენ ხოლმე. ეს მცენარე ძალიან მშვიდად ეგუება სინათლის ნაკლებობას, არ არის პრეტენზიული, თუმცა მასთან სიფრთხილეა საჭირო,
მით უმეტეს, თუ ოჯახში ბავშვები არიან, რადგან ფილოდენდრონს შხამიანი წვენი აქვს.

სპილოს ყურები თქვენს მისაღებში

ალოკაზია, იგივე სპილოს ყურები მცენარეა, რომელსაც ახალბედა ფლორისტიც კი ძალიან მარტივად გაუმკლავდება - არ არის პრეტენზიული, მალე იზრდება და ჩრდილშიც კი თავს შესანიშნავად გრძნობს.

იაპონური ფატსია

ეს უპრეტენზიო და ლამაზი მცენარე დიზაინერებს წაბლისფერი ფოთლებისა და დამყოლი ხასიათის გამო უყვართ.

კალადიუმი

კიდევ ერთი ფართოფოთლებიანი ოთახის მცენარე, რომეიც ჩვენს ჩამონათვალში უდავოდ იკავებს მნიშვენელოვან ადგილს, კალადიუმია. თუ თქვენს სივრცეს აკლია დახვეწილი და ნაზი აქსესუარები, შეგიძლიათ ის ამ ლამაზი მცენარით გადაახალისოთ.

მონსტერა დელიციოზა

მონსტერასადმი მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მატულობს. ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერიერის დიზაინში. თუ თქვენს სივრცეს ხასხასა მწვანე აქცენტი აკლია, შეგიძლიათ დასახმარებლად სწორედ მონსტერას მიმართოთ.

ლიკუალა

ამ მარაოსებრ, გოფრირებულ ფოთლებიან მცენარეს უყვარს დიდი ზომის ქოთანი და ადგილი ფანჯარასთან. დიდი ლიკუალა ნებისმიერ სივრცეში შესამჩნევი ელემენტი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები