5 მცენარე ბნელი სახლისთვის


თუ თქვენი სახლის ფანჯრები ჩრდილოეთით არის და მზის დეფიციტი აშკარაა, მაშინ, აი, რომელ მცენარეებს უნდა მიაქციოთ ყურადღება:

სურო


იდეალური მცენარეა მათთვის, ვისაც არაფერი გაეგება მცენარეების და დიდი ხნით უწევს სახლის მარტო დატოვება. ეს მცენარე ძალიან კარგად იტანს, უშუქობას, უწყლობას, მშრალ გრუნტს. ოღონდ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, რამეთუ სუროს უმეტესობა შხამიანია.

მარანტა


ტროპიკული, ულამაზესი მცენარე, რომელიც ეთაყვანება სიბნელეს, სინათლეზე ეს ყვავილი მთელ თავის ხიბლს კარგავს. თუმცა, ეს სურო არ გახლავთ, მას მორწყვა და ყურადღება სჭირდება. საკმაოდ პრეტენზიული და მომთხოვნი მცენარეა.

ფათსია


კიდევ
ერთ მცენარე, იაპონური ფათსია ანუ შინაური წაბლი, რომელიც ჩრდილში თავს შესანიშნავად გრძნობს. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას მოვლა არ სჭირდება. სათანადო მოვლის შემთხვევაში კი შესაძლოა ისე გაგეზარდოთ, რომ ოთახში ვეღარც კი დატიოთ, ასე რომ, აკონტროლეთ ოთახის და ყვავილის ზომა.

დრაცენა


კიდევ ერთი მცენარე ზარმაცებისთვის გახლავთ დრაცენა. მას მხოლოდ მაშინ სჭირდება წყალი, როცა თავადაც შეატყობთ, რომ ნიადაგი გამოუშრა.

ტრადესკანცია


ეს იმდენად უპრეტენზიო მცენარეა, რომ მისი მოვლა აბსოლუტურად ყველას შეუძლია, უფრო სწორად, ამ მცენარეს მოვლა საერთოდ არ სჭირდება.
წყალი მაშინ დაუსხით, როდესაც გაგახსენდებათ, არც მზის სინათლეზე გიჯდება და არც ტენიან ჰაერზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები