რომელი ქოთნის მცენარეები არ შეიძლება, გქონდეთ სახლში?

ბევრი ცრურწმენა და პარაქფსიქოლოგებისა თუ ეზოთერიკოსების მოსაზრება არსებობს მცენარეებთან დაკავშირებით, რომლებისაც ასევე ბევრს სჯერა. არსებობს მცენარეები, რომლების სახლში ქონა არ ითვლება კარგად:

 

სიდედრის ენა (სანსევიერია)

ოფისისთვის შეუცვლელია, თუმცა სახლისთვის...

ძველი რწმენით, თურმე ამ მცენარეს შეუძლია სახლიდან მამაკაცის გაძევება. გასათხოვარ გოგონებს არ ურჩევენ ამ მცენარის შინ ქონას, რადგან მათ პირად ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედებს. რაც შეეხება გათხოვილ ქალს, მისთვის თურმე სასარგებლოც კია - ამ მცენარის მეშვეობით შეუძლია ქმარზე ზემოქმედება და მისი "მართვა". 

 

ჰედერა

ამ ხვიარა მცენარესაც არ უყვარს თურმე მამაკაცები. ასე რომ, ვისაც გათხოვება სურს, არ ურჩევენ

ამ მცენარეს სახლში. გარდა ამისა, ჰედერა ძლიერ ენერგეტიკულ ვამპირად მიიჩნევა და ის სახლში არ უნდა ჰქონდეს მას, ვისაც ისედაც მცირე აქვს სასიცოცხლო ძალები. ჰედერა სასარგებლოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ენერგიულები და ჰიპერაქტიურები არიან.

 

კაქტუსი

კაქტუსები, ყვავილების შესახებ ცრურწმენების მიხედვით, ნეგატიურად მოქმედებს ოჯახის წევრების ურთიერთობებზე და ხელს უწყობს კონფლიქტებს. ამბობენ, რომ ოჯახის წევრებსაც "ასხამს ეკლებს".

 

მონსტერა

ეს მცენარე არაფრის დიდებით არ უნდა დადგათ საძინებელში. მონსტერა ძლიერი ენერგეტიკული ვამპირია, რომელიც ძალებს ადამიანს ძირითადად ღამით აცლის. თურმე, ამ პატარა და ლამაზ "მონსტრთან" მეზობლობას მოაქვს მადის დაკარგვა, ცუდი სიზმრები, უძილობა, დაღლილობის განცდა და ცუდი განწყობა.

 

ფიკუსი

 

ფიკუსის მისტიკურ თვისებებზე ლეგენდები დადის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დადებითი თვისება აქვს, მას უკავშირდება ცრურწმენა, რომ ადამიანის რეპროდუქტიულ სისტემაზე მოქმედებს ცუდად. ამბობენ, რომ ფიკუსი თუ გაქვთ სახლში, ნაყოფიერებასთან დაკავშირებით პრობლემები გექნებათ. ასევე უარყოფითად მოქმედებს ოჯახს შიგნით ურთიერთობებზე. თუმცა ბევრი ამბობს, რომ პირიქით, ფიკუსს სახლში მხოლოდ დადებითი ენერგია შეაქვს. ალბათ, ფიკუსი თავად წყვეტს, ვის დაეხმაროს და ვის - არა.

კომენტარები

kk 2019-09-03 19:09
ამ მცენარეების მეშვებით ვისაც ოჯახები დანეგრა ან ვერ გათხოვდა მაინტერსესბს თუ მართლა არსებობენ ან რაზე დაყრდნობით გეთდება ასეთი რაღაცეები?
ნათია 2019-09-03 02:52
ძალიან მაინტერესებს ამის დამწერს თუ აქვს თავში რამე რაც ტვინს წააგავს, არაინფორმატიული სისულელეა ყოველი სიტყვა (((
გიორგი 2017-01-04 16:14
ესეთი რაღაცეები მართალი არ არის.რანაირად, მცენარეები ბუნების არსებები არიან და ის ღმერთმა შექმნა. ცრურწმენას იმიტომ ჰქვიათ ცრურწმენა,რომ არ არის მართალი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები