ქალური ენერგიის ყვავილი - რომელ ოთახში ჯობს ორქიდეის დადგმა, რომელი ფერი შეგეფერებათ და რა ცრურწმენები უკავშირდება ამ მცენარეს

როგორ მოქმედებს სახლის ორქიდეა ჩვენს ცხოვრებაზე და რომელია თქვენთვის შესაფერისი.
ორქიდეა სულიერ სიწმინდის, შინაგანი ჰარმონიისა და გარეგნულ სრულყოფილების სიმბოლოდ მიიჩნევა. მამაკაცები გოგონებს ორქიდეის ყვავილებს აღტაცების ნიშნად ჩუქნიდნენ, გულწრფელი ზრახვების გამო. ითვლება, რომ ორქიდეა ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი ენერგიის განვითარებას და სილამაზის შენარჩუნებას.
ორქიდეა ფართოდ გამოიყენება სახლის დეკორაციად, თუმცა ყველა ჩვენგანმა არ იცის, რა უარყოფითი ცრურწმენებია დაკავშირებული ამ ყვავილთან.

ენერგეტიკული ვამპირი

ითვლება, რომ ორქიდეა ენერგიას იღებს მისი მფლობელისგან და მისი ოჯახის ყველა წევრისგან. სინამდვილეში ეს ცრურწმენაზე მეტია – დადასტურდა, რომ ორქიდეას
ნამდვილად მიაქვს ენერგიას და გამოყოფს მტვერს, რაც იწვევს ძილიანობას და აპათიას. თუმცა მტვერს მხოლოდ ღამით გამოყოფს. ამიტომ ის საძინებელში არ უნდა მოათავსოთ, თუ გინდათ, ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ - უმჯობესია ყვავილი სამზარეულოში იქონიოთ.

აფრთხობს  მამაკაცებს
ითვლება, რომ ყვავილი აღვიძებს ეგრეთ წოდებულ "ქალური" ხასიათის თვისებებს: პრეტენზიულობას, მომთხოვნელობას, განებივრებას, პასიურობას. აქედან გაჩნდა ცრურწმენა: ქმრები ტოვებენ თანამგზავრებს, რომელთა ტემპერამენტი ყვავილის გავლენით აუტანელი ხდება. მაგრამ არსებობს გამოსავალი - უბრალოდ შეინახეთ ორქიდეა იქ, სადაც თქვენი ქმარი ნაკლებად არის ხოლმე.

ინარჩუნებს სილამაზეს
ორქიდეას "ქალი თილისმას", უწოდებენ, რადგან ის ეხმარება მის მფლობელს სილამაზისა და სექსუალურობის შენარჩუნებაში. ის ასევე ზრდის ქალურ ხიბლს და ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.
ორქიდეა იცავს ბოროტი თვალისგან

ითვლება, რომ ორქიდეა იცავს თავის მფლობელს ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანების გავლენისგან. მაგალითად, თუ ასეთი ადამიანი მოვა თქვენს სახლში, ორქიდეა მას თავისი ენერგიით განდევნის.

ომელი ფერის ორქიდეა შეგეფერებათ თქვენ?

სხვადასხვა ფერის ორქიდეები სხვადასხვა გავლენას ახდენს მათ მფლობელებზე. ყვითელი და ნარინჯისფერი ორქიდეები შესაფერისია მათთვის, ვისაც კარიერის მოწყობა სურს. ყვითელი ფერი ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, აღვიძებს ამბიციას და აძლევს ადამინს ძალას მუშაობისთვის. წითელი ორქიდეა ეხმარება მას, ვისაც უჭირს საკუთარი თავის მართვა. ვარდისფერი და თეთრი ორქიდეები შეეფერება დაბალი თვითშეფასების მქონე ქალებს. მათ უვითარდებათ თავდაჯერებულობა, მამაკაცის მოხიბვლის უნარი და პოზიტიური განწყობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები