"ხელოვნური ყვავილი მფლობელს უარყოფითი ენერგიისგან იცავს" - როდის ჯობს სახლში ხელოვნური მცენარეების განთავსება


ამჯერად ვისაუბროთ იმ მწვანე მეგობრებზე, რომლებიც არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას.
ნებისმიერ მცენარეს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ნებისმიერი ინტერიერი. დღეს ცოცხალი ყვავილების გარდა ხელოვნური ყვავილების ალტერნატივებიც არსებობს, რომლებიც დიდი ხანია თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. ხელოვნური ყვავილები მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა - მათი შექმნის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს, როდესაც სამეფო კარზე აბრეშუმის ყვავილებს ინტერიერის სივრცის გასაფორმებლად იყენებდნენ. პოლიმერული მასალების წარმოების განვითარებასთან ერთად საგრძნობლად გაუმჯობესდა ხელოვნური მცენარეების ხარისხი, რამაც ხელი შეუწყო მისი პოპულარობის ზრდას.

დღესდღეობით უამრავი დიზაინის ხელოვნური ყვავილი არსებობს, ისინი საოფისე, რესტორნების, საცხოვრებელი
ფართების გასაფორმებლად და სხვადასხვა ღონისძიებების დროს გამოიყენება. მოდით განვიხილოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
არსებობს ცრურწმენა, რომ ხელოვნურ ყვავილებს შეუძლია "გაყინოს" ოთახის ენერგია. ითვლება, რომ ის არ ატარებს სიცოცხლისუნარიანობას და შეიძლება სტაგნაცია გამოიწვიოს ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში. ამბობენ, რომ ასეთი მცენარეები სიღარიბეს ან უიღბლობას იზიდავს.

ფენ შუის აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად, ნებისმიერი ხელოვნური ყვავილი მფლობელს ბოროტი თვალისგან იცავს, შთანთქავს მთელ უარყოფით ენერგიას, რაც მას ქუჩიდან მოაქვს - ყოველი სუკულენტი და გვიმრა ერთგვარი ამულეტია. ინტერიერის დიზაინერები მოგიწოდებთ, არ დანებდეთ ცრურწმენებს და ამ საკითხს პრაქტიკული კუთხით მიუდგეთ: თუ ცოცხალ მცენარეების მოვლის დრო და სურვილი გაქვთ, იყიდეთ ის. თუმცა, თუ იცით, რომ პასუხისმგებლობის აღებას ვერ შეძლებთ, გირჩევთ ინვესტიცია "მარადიულ" გამწვანებაში ჩადოთ.
ხელოვნური მცენარეების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მოვლის სიმარტივეა. მათ არ სჭირდებათ მორწყვა, განაყოფიერება ან მზის გარკვეული რაოდენობა, რაც მათ იდეალურ გადაწყვეტილებად აქცევს დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის. ასეთი მცენარეები უცვლელი რჩება მრავალი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ხელოვნური გამწვანება არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დეკორატიულ ელემენტად ნებისმიერ კლიმატში.


ასეთი მცენარეების გამოყენება გარემოს დაცვის კუთხით არაერთგვაროვან მოსაზრებებს იწვევს. ერთის მხრივ, ის გამორიცხავს ნიადაგისა და წყლის რესურსების ექსპლუატაციის აუცილებლობას, მეორეს მხრივ, პლასტმასის წარმოება დაკავშირებულია სათბურის გაზების გამოყოფასთან და არასათანადო განკარგვამ შეიძლება ხელი შეუწყოს გარემოს დაბინძურებას.

კვლევების თანახმად, მცენარეების არსებობა დადებითად მოქმედებს ადამიანების ემოციურ კეთილდღეობაზე. თუმცა, ხელოვნურ ბუნებასთან კონტაქტის ეფექტი შეიძლება განსხვავდებოდეს ცოცხალ მცენარეებთან კომუნიკაციის ეფექტისგან - ბოლოს და ბოლოს, ამ უკანასკნელებს უფრო დადებითი ეფექტი აქვთ, ავსებენ ოთახს ჟანგბადით. ამის მიუხედავად, ხელოვნური მცენარეები სულ უფრო ხშირად გამოიყენება კომფორტისა და სიმშვიდის გარკვეული ატმოსფეროს შესაქმნელად - ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ რესტორნებსა და ბუტიკებში ცოცხალი ყვავილები სულ უფრო ხშირად იცვლება ხელოვნურით, რათა სტუმრებისთვის მყუდრო და კომფორტული გარემო შეიქმნას, ამავდროულად ყვავილების მოვლას ბევრი დრო და ენერგია არ სჭირდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები