აი, რა შეიძლება დაგემართოთ ბინის გაქირავების დროს - ერთი ოჯახის მწარე გამოცდილება (+ფოტოები)

საზიზღარი, აუტენელი სუნი, ობი, ჭუჭყიანი ბოთლები და ბინძური ტანსაცმელი -აი, ასეთ მდგომარეობაში დახვდა 62 წლის ქალბატონს გაქირავებული სახლი. მან ბინა ხანგრძლივი ვადით მიაქირავა 30 წლის სამშვილიან დედას. ბინა როცა გააქირავა, აი ასეთ მდგომარეობაში იყო:






სანამ გააქირავდებდნენ, წყვილმა ბინა გაარემონტა, მოაწესრიგა, საგულდაგულოდ დაალაგა, უნდოდა, რომ ბინის ახლი, დროებითი მეპატრონეები კმაყოფილები ყიფილყვნენ და თავი კომფორტულად ეგრძნოთ. საოჯახო ტექნიკაც გამართულად, ხარვეზების გარეშე მუშაობდა. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო...

რამდენიმე თვის შემდეგ ცოლ-ქმარს ბინის ქირის გადახდა შეუწყვიტეს, ორჯერ გაუგზავნეს გამაფრთხილებელი წერილი სამშვილიან დედას, თუმცა ამას
არანაირი შედეგი მოყოლია. ბოლოს გადაწყვიტეს, თავად მისულიყვნენ და მდგმურები სახლიდან გაეშვათ, მაგრამ, რაც იქ დახვდათ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მდგმური გაქცეულიყო, ბინა კი საშინელ მდგომარეობაში დაეტოვებინა. ირგვლივ მიმოფანტული იყო ცარიელი ბოთლები, ბინძური ტანსაცმელი, ავეჯი დამტვრეული იყო და საშინელი სუნი იდგა. ეტყობა, სახლში ძაღლი და კატა ჰყავდათ, რომლებიც ყველაფერს ბინაშივე ისაქმებდნენ, ამის აშკარა კვალი ეტყობოდა იქაურობას, აღშფოთებულმა ცოლ-ქმარმა საჩივარი შეიტანა სასამართლოში, რადგან თავს დაზარალებულად მიიჩნევდა, თუმცა ფულადი კომპენსაციის მიღება ვერ მოახერხა.











კომენტარის დამატება