"მიყვარს ჩემი ფერადი სახლი, რომლის ფოტოებსაც დიდი მოწონება ხვდა წილად"

ეს ბინა ირა მჟავანაძემ თავად დაგეგმა და ყველა დეტალზე თავადვე იზრუნა. რომ დაასრულა, ფოტოები "რემონტის" ჯგუფში ატვირთა და არც კი ელოდა, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა. არასტანდარტული დიზაინით და თამამი ფერებით მან ადვილად მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ჯგუფში ათასობით მოწონებაც ხვდა წილად.

ირა მჟავანაძე:
- ეს ბინა მშენებარე კოპუსში ივლისის თვეში შევიძინე, 72 კვ/მ თეთრი კარკასი. რემონტი სექტემბრის შუა რიცხვებში დავიწყე. ორი თვე გაგრძელდა რემონტი... სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო, რადგან სრულიად მარტოს მომიწია მისი გაკეთება. ძალიან ძნელი იყო თავიდან დაწყება, დიზაინის
შექმნა, შემდეგ თითოეულ დეტალზე სირბილი, მასალის შერჩევა და შეძენა, კარგი ხელოსნების მოძიება. ხელოსნებში მართლაც გამიმართლა, ჩემი მეგობრის რეკომენდაციით შერჩეული ხელოსნები მართლაც კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქმეს, არანაირი პრობლემა მათთან არ შემქმნია, მშვენივრად გაართვეს თავი ყველაფერს.

როცა დიზაინზე დავიწყე ფიქრი, რა თქმა უნდა, ინტერნეტიდან ბევრი საინტერესო იდეა ავკრიფე და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორიც წარმოდგენაში მქონდა. ბინაში ამ ეტაპზე ვიცხოვრებ მარტო მე. 4 ოთახი გამოვიდა: ორი საძინებელი და მისაღები-სტუდიო.
რასაკვირველია, დიზაინერის დახმარება კარგია, თუ თვითონ არ იცით, რა გააკეთოთ, მაგრამ როცა შენ ქმნი, ყოველი დეტალი შენი უძილო ღამის შედეგია, ეს უფრო საინტერესოა, ჩემი აზრით.

ყველას, ვინც ახლა ბინის რემონტს აპირებს, ვურჩევ იყოს მომთმენი, პირველ რიგში. ყურადღებიანი, დაუზარელი, არ მიანდოს ყველაფერი სხვას, რადგან ის სხვა ისე ვერ გააკეთებს, როგორც შენ.

როცა ჩემი ბინის რემონტის სურათები საზოგადოებას ვაჩვენე, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე. ისიც კარგად მესმის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, 4000 სრულიად უცნობი ადამიანების კარგი შეფასება, კეთილი სურვილი და სითბო მივიღე. დიდი მადლობა ყველას, მხოლოდ 2 ადამიანის არაკორექტული შფასება იყო...
ახლა რომ რემონტს თავიდან ვაკეთებდე, შეცვლით ალბათ არაფერს შევცვლიდი, რადგან უკვე ძალიან მომწობს და მიყვარს ჩემი ფერადი ბინა.

კომენტარები

nako 2018-01-16 12:54
araa advili binis mowyoba ertnairi ar gvinda gvinda gansxvavebuli da saboloo jamshi did tanxebze adis plus gaachnia otaxis kvadratobac momewona cota ganatebaa chemtvis bevri chamokiduli misagebshi kedelze mimagrebuli uketesi iqneboda
კიკო 2017-12-12 12:07
აბაზენა არ მომეწონა რა ცუდ ფერებშია,არც მისღების მდივანი
nino 2017-12-02 11:40
kvelaperi gemovnebit aris gaketebuli, vamakob chemi daqalis binaaa
tea 2017-12-01 17:14
namdvilat gemovnebit ari,sadzineblis iataks shevclidi.
თბილისელი 2017-12-01 00:25
არ მომეწონა. აბანო-ტუალეტი საერთოდ დაუმთავრებელს გავს. იატაკი ხო საერთოდ.

კომენტარის დამატება