როგორ შევარჩიოთ შპალერი საძინებლისთვის - ეს არც ისე ადვილია

საძინებლისთვის შპალერის შერჩევა ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პროცედურაა. თითქოს არაფერი პრობლემა არსებობს, გარსემო უამრავი სავაჭრო ცენტრი თუ მაღაზიაა, სადაც შპალერის შეძენაა შესაძლებელი. არჩევანი დიდია, რა ფერის გნებავთ, რა ფაქტურის, როგორი ორნამენტით. ხომ ხედავთ, თითქოს არანაირი პრობლემა, მაგრამ ჩვენ მაინც გეტყვით, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

საძინებელი ის ადგილია, სადაც ადამიანს ძინავს და ისვენებს, ძალებს აღიდგენს და საკუთარ თავთან მარტო რჩება. ამ ოთახის ინტერიერი და სიმყუდროვე პირდაპირ კავშირშია ადამიანის განწყობასა და სულიერ მდგომარეობასთან, ამიტომაც, სანამ შპალერს
შეარჩევდეთ, კარგად დაფიქრდით, რა ფერის იქნება შპალერი და რამდენად მოუხდება იგი თქვენს განწყობას.
საძინებლისთვის ისეთი ფერის შპალერი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ხელს შეგიწყობთ მალე ჩაძინებასა და რელაქსაციაში, სიმყუდროვესა და მოსვენებაში. ასეთ ფერებად მიიჩნევა რძისფერი, ღია ნაცრისფერი, ქვიშისფერი და სხვა ნეიტრალური ფერები.

ასევე ძალიან ამშვიდებს ღია მწვანე და ცისფერი, ოდნავ მუქო ფერი კი ადამიანს საძილედ განაწყობს და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი სანახავია.
მწვანე ფერი კი რელაქსაციას უწყობს ხელს და ძალიან კარგია.
კრემისფერი და ნაცრისფერი ნეიტრალური ტონებია. ეს ფერები არც ისე ადუნებს ადამიანს, თუმცა არც ძაბავს. თუ ოთახი არც ისე მზიანია და ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს, გირჩევთ აქცენტი ბეჟსა და მზის ფერზე გააკეთოთ, ხოლო თუ პირიქით, ოთახი სამხრეთითაა და ცხელი და ძალიან ნათელია, უპირატესობა ნაცრისფერსა და უფრო მუქ ტონებს მიანიჭეთ, რომელიც საძინებელს ვიზუალურად დაამშვიდებს.

შოკოლადის ფერებში გადაწყვეტილი საძინებელი სიმშვიდითა და დადებითი ენერგიით ავსებს ადამიანს.

არ გირჩევთ საძინებლისთვის მჭახე ფერების, მაგალითად მუქი წითელის შერჩევას, ეს ძალიან სარისკოა, ასევე არ გინდათ კვერცხის გულისფერი ყვითელი. თუ მაინცდამაინც გინდათ, წითლის მაგივრად ვარდისფერი გააკეთეთ, თუმცა ასეთი საძინებელი უფრო მხოლოდ გოგონებისთვისაა განკუთვნილი.

არც იასამნისფერს გირჩევთ საძინებლისთვის, ის საკმაოდ რთული ფერია და შეიძლება აგაფორიაქოთ. აი, ღია, ნაზი იისფერის გამოყენება კი ნამდვილდ შესაძლებელია.

ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ კომბინირებული შპალერი, ფოტოშპალერი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე გმართებთ, რათა არ გადააჭარბოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორნამენტებმა და ფიგურებმა არ უნდა აგაფორიაქით, პირიქით, უნდა დაგამშვიდოთ. და აუცილებლად შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთად დამზაბეული ფოტოშპალერი

თუ აქცენტის ერთ რომელიმე კედლეზე გაკეთება გსურთ, ამ კედლად საწოლის თავის კედელი შაერჩიეთ, ეს ძალიან ეფექტური იქნება. ასეთ შემთხვევაშიც გამოგადგებათ ფოტოშპალერი, რომლის დიდი არჩევანია გამოსახულებების მხრივ, შეგიძლიათ საკუთარი ან ოჯახის წევრების ფოტოები აქციოთ ფოტოშპალერად ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პეიზაჟი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები