როგორ შევარჩიოთ შპალერი საბავშვო ოთახისთვის

საბავშვო ოთახისთვის შპალერის შერჩევის დროს პირველ რიგში ბავშვის უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი ოთახის თავისებურებები და ბავშვის გემოვნებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ სარემონტო მასალების ბაზარზე შპალერების ძალიან დიდი არჩევანია, საბავშვო ოთახისთვის ყველა როდი გამოდგება.

ქაღალდის შპალერი საბავშვო ოთახისთვის ძალიან კარგი ვარიანტია, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მას უნდა გააჩნდეს სერთიფიკატი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, იგულისხმება საღებავების ხარისხი. თუმცა ამ სახის შპალერს თავისი მინუსები აქვს, გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ხატვა და ქაღალდი საამისოდ ძალიან
მოსახერხებელი მასალაა.

ასე რომ, თუ არჩევანს ქაღალდის შპალერზე შეაჩერებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ რამდენიმე წელიწადში ის აუცილებლად შესაცვლელი გაგიხდებათ.
თხევადი შპალერი ძალიან კარგი არჩევანია თქვენი შვილის ოთახის გასაფორმებლად, ის არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და სუნთქვის უნარიც გააჩნია. ასევე აქვს ძალიან კარგი იზოლაცია. ასეთი შპალერი ძალიან პრაქტიკულია, მისი ერთადერთი მინუსი კი ის არის, რომ შედარებით ძვირი ღირს.

განსაკუთრებულად აქტიური ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური ფოტოშპალერები. აქ ფოტოდ გამოყენებულია ამა თუ იმ მულტფილმის კადრები. ასეთი შპალერის გაწმენდა და ამორეცხვა ძალიან მარტივად ხდება ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი სითხის მეშვეობით, თუმცა ასეთი შპალერის შეძენის დროს აუცილბლად უნდა მოითხოვოთ სერთიფიკატი და უნდა დარწმუნდეთ, რომ ამ შპალერის დასამზადებლად ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალა იქნა გამოყენებული.

ასევე ძალიან კარგია საბავშვო ოთახისთვის კორპის შპალერი, რომელიც გამოირჩევა როგორც თავის ვიზუალით ისე უსაფრთხოებით. ის ძალიან პარქტიკულია, მასალა სუნთქავს და გამოირჩევა ძალიან კარგი თბოიზოლაციით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ფერის იქნება თქვენი შვილის საძინებელი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბავშვები ფერებს უფრო მგრძნობიარედ აღიქვამენ, მათთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

0-დან 3 წლამდე ბავშვებს რბილი, ნაზი, პასტელის ფერები უნდა შევურჩიოთ. გარემო მშვიდი უნდა იყოს. ღია, თბილი ფერები ბავშვის ფსიქიკასა და განვითარებაზე ძალიან დადებითად მოქმედებს.


3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის კი შეგვიძლია უფრო ხალასი ფერებიც გამოვიყენოთ, უფრო აქტიური. Aასევე შეგვიძლია დავიხმაროთ საყვარელი მულტფილმის პერსონაჟები. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავიცვათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წესი, ნახატი არ უნდა იყოს იმაზე დიდი ზომის, ვიდრე თავად ბავშვია. ასევე ეცადეთ, რომ არ გამოიყენოთ ძალიან კონტრასტული ფერები. არ არის მიზანშეწონილი ქაოტური გეომეტრიული ფიგურების გამოყენებაც.


6-დან 9 წლამდე ბავშვების თვალსაწიერი დღითი დღე იზრდება, მათ უჩნდებათ ახალ-ახალი ინტერესები. ამ ააკის ბავშვის ოტახში წერში შეგიძლიათ გააკეთოთ ცისა და ციური სხეულების ნახატები. ერთ-ერთ კედელზე მსოფლიო რუკის დახატვაც არის შესაძლებელი. ამ ასაკში თამამად შეიძლება გამოვიყენოთ აქტიურ ფერთა გამა.


9-დან 12 წლამდე ბავშვები საკუთარ თავს პიროვნებად აღიქვამენ. მათი ოთახის მოწყობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის სქესი და რაც მთავარია, ყველაფერი თავად ბავშვს უნდა შეუთანხმოთ.


12 წლის ზემოთ მოზარდები კი აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან საკუთარი ინტერესებითა და გემოვნებებით. მათ თავად შეუძლიათ საკუთარი ოთახის გაფორმება პოსტერებითა და სხვა აქსესუარებით.


გოგონების ოთახისთვის ტრადიციულად ღია, თბილ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება იყოს ვარდისფერი, ატმისფერი, ღია მწვანე, ღია იასამნისფერი და სხვა. ნახატებად შეიძლება გამოიყენოთ ლამაზი პეიზაჟი, ზღაპრული ქალაქი, მულტფილმის პერსონაჟები.


ბიჭებისთვის კი უპირატესობას უფრო ცივ ფერებს ანიჭებენ, მაგალითად ლურჯს ან ნაცრისფერს. ასევე აქტუალურია სხვადასხვა ფერთა შეხამება. ნახატებად გამოიყენება მანქანები, მოტოციკლეტები, მულტფიმის პერსონაჯები, ფეხბურთელების ან სხვა სპორტსმენების პოსტერები.

თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია და ვერ ხერხდება თითოეულისთვის ცალკე ოთახის გამოყოფა და და-ძმა იძულებულია ერთი ოთახით დაკმაყოფილდეს, ეცადეთ მათ საკუთარი ზონები გამოუყოთ და ასაკის შესაბამისად გაუფორმოთ.



ძალიან აქტუალურია ფოტოშპალერი, რომელიც ბავშვის ოთახს განსაკუთრებით უხდება. შეიძლება იყოს მისი საყვარელი გმირი, ფოტოსურათი და ა.შ. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად კარგი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ფოტოშპალერი შეარჩიოთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები