როგორ მოვაწყოთ 6 კვადრატულ მეტრში სრულყოფილი სამზარეულო

ნახევარი წლის წინ არცთუ მარტივი ამოცანის წინაშე აღმოვჩნდი, სტუდიოს ტიპის სახლი უნდა მომეწყო გემოვნებიანად და რაც მთავარია, მოხერხებულად. ყველაზე მეტად სამზარეულოს მოწყობის საკითხი მაწუხებდა. საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან მიყვარს დიასახლისობა, კერძების მომზადება, ამიტომ, სულ რაღაც 6 კვადრატულ მეტრში სამზარეულო ყველა საჭირო ტექნიკით უნდა აღმეჭურვა.

ყველაზე რთული გამოცდის წინაშე ჩემი ღუმელი აღმოჩნდა, კომპაქტურ ზომას ყველაზე მეტი ფუნქცია უნდა შეეთავსებინა. გარდა ამისა, ვიზუალურადაც უნდა დაეკმაყოფილებინა ჩემი მოთხოვნები.

თავდაპირველად ვეძებდი სარკისებური ზედაპირითა და მინის კარებით, რათა სამზარეულოს იერსახე უფრო შეემსუბუქებინა. ავეჯი ღია
ფერის მქონდა შერჩეული, ღია ფერი ხომ ფართობს ვიზუალურად ზრდის. ღუმელიც უნდა მოხდენოდა საერთო ინტერიერს.
როგორც იქნა, შევარჩიე სასურველი მოდელი, უამრავი შესაძლებლობა, ლამაზი დიზაინი, კომპაქტური ზომის, მინის კარები. ბონუსად მიკროტალღური ღუმელი მოჰყვებოდა.

ასევე შეავრჩიეთ სამზარეულოს სხვა ტექნიკაც. საბოლოოდ მშვენიერი სამზარეულო გამომივიდა და პირადი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ, რას უნდა დაუთმოთ მთავარი ყურადღება პატარა ზომის სამზარეულოს მოწყობის დროს:
 
1. პატარა ზომის სამზარეულოს ყველა ელემენტი ღია ფერის უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს თეთრი, ატმისფერი, ღია ცისფერი, ღია სალათისფერი. კედლებიც ერთ ფერში შეღებეთ.

2. შეარჩიეთ ტრანსფორმერი მაგიდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გაიშლება. 

3. მაქსიმალურად გამოიყენეთ სივრცე, ყველა კუთხე და კედელი.

4. გამოიყენეთ მინის კარები და ღია თაროები. ასე სივრცე უფრო მსუბუქი გამოჩნდება.

5. კარები გაღების და დახურვის მექანზმით აღჭურვეთ.

6. შესასვლელი კარი ამ დროს აუცილებელი არ არის, ეცადეთ გასასვლელი დატოვოთ.

7. გამოიყენეთ ჟალუზები. კლასიკური ტიპის ფარდების ადგილი პატარა ზომის სამზარეულოში უბრალოდ არ არის.

8. იყავით ლაკონურები, არავითარი თაღები და ზედმეტი სათავსოები. ასეთი ელემენტები დიდი სახლისთვის შემოინახეთ.

კომენტარის დამატება