დივნის წმენდა ყველა წესის დაცვით: დალაქავებული და დაბინძურებული ავეჯის განახლება

რბილი ავეჯი საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ გვსურს დიდხანს შენარჩუნდეს. თუმცა სასტუმრო ოთახში მოთავსებული დივნები და სავარძლები ხშირად ძალიან სწრაფად ისვრება, იფარება მტვრითა და ცხოველის ბეწვით. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ოდესღაც საყვარელ დივანზე შეხედვისას გული გვწყდება.

როგორ მოიქცეთ?

მტვერი მტვერსასრუტით აიღეთ

აიღეთ დივნიდან ყველა ბალიში და დივნის ზედაპირზე დაგროვილი სიბინძურე მტვერსასრუტით აიღეთ.

დაგჭირდებათ:

სოდა;

საცერი;

ეთერზეთი (ნებისმიერი).

ფრთხილად მოაყარეთ მშრალი, საკვები სოდა დივნის ზედაპირზე. ამის გაკეთება მარტივია საცრით. სასიამოვნო არომატისთვის, შეგიძლიათ სოდას დაუმატოთ
რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, მაგ: ლავანდის. დატოვეთ სოდა ზედაპირზე რამდენიმე საათს. არავითარ შემთხვევაში არ გადაუსვათ ზედაპირს სველი ტილო. ამის შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი.

მოაშორეთ ცხიმიანი ლაქები

ნახივარ ლ წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნიშადურის სპირტი და 2 ჩ.კ. ლიმნის წვენი. ფრთხილად დაასველეთ ღრუბელი ხსნარში და მოაშორეთ ლაქა.

ღვინის ლაქების მოშორება

დივნის ზედაპირიდან ღვინის ლაქების მოსაშორებლად აიღეთ წყალბადის ზეჟანგი და თხევადი საპონი 1:2 თანაფარდობით. დაიწყეთ ლაქების ამოყვანა კიდეებიდან ცენტრამდე და დაიცადეთ რამდენიმე წუთს. შემდეგ ფრთხილად მოაშორეთ ხსნარი, ეცადეთ ზედაპირი ძალიან არ დაასველოთ.

ღვინის ლაქის ამოყვანა შესაძლებელია არყითაც. დაელოდეთ ვიდრე არ შეიწოვება და ფრთხილად გაწმინდეთ ზედაპირი სველი ღრუბლით.

ღვინის ლაქას ასევე ეფექტურად უმკლავდება „ანტილაქა“ საპონი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩვეულებრივი, სამზარეულოს საპონიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები