რატომ არ გვირჩევენ კუთხის აბაზანას

საცხოვრებელი ფართი ბევრი და საკმარისი არასდროს არის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საუბარია აბაზანაზე. ზოგჯერ დიასახლისებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საიმისოდ, რომ პატარა ფართში მაქსიმალურად კომფორტულად განათავსონ უნიტაზი, აბაზანა და პირსაბანი, ხშირად - სარეცხის მანქანაც.
სწორედ ამ დროს ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად რატომღაც კუთხის აბაზანის მონტაჟი ითვლება ხოლმე. ასეთი კუთხე უჩვეულო ხიბლს სძენს აბაზანას თუმცა.. ძალიან მალე სახლის მეპატრონეები ნანობენ ხოლმე ამ გადაწყვეტლებას.

სააბაზანო კუთხის აბაზანით
ასეთი აბაზანის მთავარი თავისებურება მომრგვალებული ფორმებია. ასეთ დროს შიგნით წარმოიქმნება თავისუფალი სივრცე, რომელიც ივსება მტვრით და
მთელი ცხოვრება მასთან ბრძოლა მოგიწევთ. ასევე ძალიან რთულია კერამიკული ფილების გაკეთება. ის დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
კიდევ ერთი საკმაოდ საფიქრალი მომენტია მრგვალი აბაზანის ფარდა, რომლის დამონტაჯებაც ასევე არც ისე ადვილია. ჩვეულებრივი აბაზანის შემთხვევაში ეს პრობლემები უბრალოდ არ არსებობს.

გასათვალისწინებელია ბიუჯეტიც, რომელიც ასევე უფრო დიდი არის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ. მოუხერხებელი და პრობლემურია ასეთი აბაზანის წმენდაც. ბანაობის დროს კი მთლიანად ჩაწოლა წარმოუდგენელია. მის ასავსებადაც  ბევრი წყალია საჭირო.

როგორც ხედავთ, ასეთი აბაზანა არც ისეთი მოსახერხებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ასე რომ, სანამ საბოლოო დიზაის შეარჩევდეთ, კარგად დაფიქრდით, ღირს კი?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები