რა უნდა იცოდეთ ფილებსა და მათ სახეობებზე, რომ არ შეცდეთ არჩევისას

ფილების სახეობები


კერამიკული ფილა – ეს მოსაპირკეთებელი მასალების საერთო სახელწოდებაა, თუმცა ფილები დამზადების წესის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. მაინც, რა სახის ფილები მოიაზრება კერამიკული ფილებში?
კერამიკული ფილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერისა და ზომის, სხვადასხვანაირად მოხატული.
კერამოგრანიტი, კაფელი, კოტო და კლინკერი – ყველა ეს სახეობა გაერთიანებულია ერთ, მოსაპირკეთებელი ფილების ჯგუფში.

კაფელი

კერამიკული ფილა, კაფელი, მოსაპირკეთებლი მასალების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. კერამიკული ფილა გახლავთ თიხის, ქვიშისა და მინერალების ნარევი, რომელიც დაფარულია მინანქრით. მინანქრის საშუალებით ნებისმიერი ფერის ფილების მიღებაა შესაძლებელი. მინანქრის
დახმარებით მიიღება ასევე სხვადასხვა ფაქტურა და სტრუქტურა.

კერამოგრანიტი


კერამოგრანიტი მოსაპირკეთებლის მასალების ყველაზე წყალგამძლე და ყინვაგამძლე სახეობაა. მასალა, რისგანაც მზადდება კერამოგრანიტი, ბროლის დასამზადებელ მასალას გავს, თუმცა ვიზუალურად ამას ვერ იტყვით. გარეგნულად ის ქვას გავს.
კლასიკური კერამოგრანიტს გრანირებული ვიზუალი აქვს. ამტანობის მხრივ ის ბუნებრივ ქვასაც კი უსწრებს.
კერამოგრანიტს ზედაპირი შეიძლება ჰქონდეს არაპოლირებული, პოლირებული, ნახევრადპოლირებული და რელიეფური.
არსებობს ასევე მომინანქრებული კერამოგრანიტიც.

კლინკერის ფილები

კლინკერი შეიძლება იყოს მომინანქრებული და მინანქრის გარეშე. კლინკერს გამოწვავენ ხოლმე ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, შედეგად იღებს ძალიან მაღალ ტექნიკურ მახასიათებლებს. ექსტრუზიული მეთოდი, რომლის საშუალებითაც მზადდება ეს ფილები იძლევა საშუალებას მიიღონ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები.
კლინკერის ფილებს წარმატებით იყენებენ სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების, ასევე იატაკისა და შიდა კიბეების მოსაპირკეთებლად.

კოტო

ეს გახლავთ აგურის ტიპის ფილები, რომელიც მზდდება წითელი თიხისგან. ისიც ექსტრუზიის მთოდით მიიღება. ღოგორც წესი, მინანქარი არ აქვს და აქვს ბუნებრივი ვიზუალი, შეფერილიბაც ბუნებრივი აქვს, ყვითელი წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი. ამ მასალას ძალიან დიდ პატივს სცემენ ევროპელი არქიტექტორები.
კოტოს ძველებური ელფერი დაკრავს. მას ძირითადად შენობის შიგნით იატაკის მოსაპირკეთებლად იყენებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები