იდეალური მასალა ფანჯრის რაფისთვის

რატომრაც, როდესაც საუბარია ფანჯრის რაფის მასალზე ყველა ვფიქრობთ ხეზე ან პლასტმასზე, თუმცა სხვა ვარიანტებიც არსებობს.

1. ხე
მუხა და წიფელი, ძირითადად ამ მასალისგან აკეთებენ ფანჯრის რაფას. ხე საერთოდ ძალიან გამძლეა და შესაბამისად ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ხის რაფა აუცილებლად უნდა დაიფაროს ლაქით.

2. ლამინატი
ის ბევრად მსუბუქია, ვიდრე ხე, ზედაპირიც სხვადასხვა ფერის არის და შეგიძლიათ შეარჩიოთ გემოვნების მიხედვით, ხის ან ქვის მსგავსი. საკმაოდ გამძლე მასალაა, თუმცა თუ შენობა ნესტიანია, უნდა გაითვალისწინოთ და შეიძინოთ ნესტგამძლე ლამინატი.

3.
კერამიკული ფილა

ასეთ რაფას ძირითადად აბაზანაში აკეთებენ, ამიტომ ისეთი უნდა შეირჩეს, რომ კედელს მოუხდეს.

4. ნატურალური ქვა
ნატურალური ქვის ზედაპირი სასურველია დამუშავდეს, რათა ნესტმა არ გაუჩინოს შავი ლაქები, არის ძალიან გამძლე, თუმცა საკმაოდ ძვირი.

5. ხელოვნური
ხელოვნურ ქვას შესაძლოა მიანიჭოთ თქვენთვის სასურველი ელფერი. ძალიან გამძლე მასალაა, არ ხუნდება, მასზე არ მოქმედებს ტემპერატურის ცვალებადობა და კარგად იტანს ნესტს.
6. კვარცი
ეს მასალაც შესაძლოა შეარჩიოთ ფერის მიხედვით საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე. არის საკმაოდ გამძლე და ფასი დამოკიდებულია მის ზომაზე.

7. პლასტიკატი
გარედან დაფარულია ფირით, რომიც შეიოძლეა იყოს ქვის ან ხის ეფექტით. არის საკმაოდ გამძლე, თუმცა გირჩევთ მოარიდოთ რადიატორს.

8. დეკორატიული გაფორმება
ეს საკმაოდ მარტივი მეთოდია და არ საჭიროებს ზედმეტ ფინანსურ დანახარჯებს.

კომენტარები

ნანა ნუცუბიძე 2021-09-24 13:07
როგორ და ვის შეიძლება დაუკავშირდეთ ხელოვნური ქვის სეკვეთის დროს ? მადლობა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები