ამერიკელმა მსახიობმა ყველას უჩვენა, როგორ შეიძლება სრულფასოვნად იცხოვრო 14 კვადრატულ მეტრში

პაწაწინა ბინები სულ უფრო მოდური ხდება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით მეგაპოლისებშიც, სადაც თითოეულ კვადრატს დიდი ფასი აქვს. ამერიკელმა მსახიობმა ენტონი ტრიოლომ თავისი 14-კვადრატულმეტრიანი პაწაწინა სტუდიოს ტიპის ბინა მრავალფუნქციურ სრულფასოვან სახლად აქცია.


ენტონი ტრიოლომ პოპულარობა მოიპოვა რომანტიკული ფილმით "აქტიური ძიება", სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
ის მანჰეტენზე ცხოვრობს, რომელიც ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რაიონია, შესაბამისად - ძვირიც. საკმაოდ რთულია აქ ბინის შოვნა. ენტონი ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, როცა 8 წლის წინ მოახერხა პატარა ბინის ყიდვა ზემო ვესტ-საიდში, მანჰეტენზე.


თავიდან იფიქრა, რომ
დროებითი თავშესაფარი იყო და საკმარისი აღმოჩნდებოდა, თუმცა მერე გადაწყვიტა, სივრცე ბოლომდე აეთვისებინა და უფრო რაციონალურად გადაენაწილებინა. ის ძირითადი განათლებით არქიტექტორია, ამიტომ თავად გააკეთა პროექტი და ბევრი რამ ძალიან კარგად გათვალა.

სახლის სიმაღლე გამოიყენა სრულფასოვან საძინებელ ზონად, მეორე იარუსზე, სადაც პატარა კიბე ადის. იქ მოათავსა დიდი ორთოპედიული მატრასი, ღია თაროების და ერთი ზომის პლასტმასის კონტეინერების გამოყენებით გადაანაწილა თავისი გარდერობი.

საძინებლის ქვემოთ სამზარეულოა, რომელიც კაბინეტადაც ტრანსფორმირდება. ყველგან მინიმალური ავეჯი და ტექნიკაა, თუმცა თავად ამბობს, რომ ყველაფერი საკმარისად აქვს და მშვენივრად ცხოვრობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები