სამზარეულოს რემონტის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

სამზარეულო ნებისმიერი სახლის ყველაზე ფუნქციონალურ ნაწილად ითვლება. ასეც არის, ამიტომაც სწორედ სამზარეულოს რემონტის დროს გვმართებს დიდი სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც სამომავლოდ ჩვენს ყოველდღიურობას გაართულებს.

შემოგთავაზებთ იმ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელსაც ადამიანები ხშირად უშვებენ აღნიშნული სივრცის რემონტის დროს.

1. კერამიკულოი ფილა + ლამინატი

ეს შეხამება თავისთავად შეუსაბამოა სამზარეულოსთვის, თუმცა ბევრი დიასახლისი მაინც ამ არჩევანს ანიჭებს უპირატესობას და მიზეზად ვიზუალს ასახელებს. ითვლება, რომ ასეთი შეხამება ლამაზია.
ჩვენ კი გეტყვით, რომ კერამიკული ფილებისა და ლამინატის გადაბმის ადგილი წარმოქმნის დაბინძურების კიდევ
ერთ ზონას, რომელსაც მუდმივი კონტროლი და წმენდა ესაჭიროება, რაც ყოველდღურობაში დიასახლისებს ნამდვილად უქმნის პრობლემას.

2.  შეუსაბამო ფერი

სამზარეულოს ფუნქციონალობაზე უკვე ვისაუბრეთ, სწორედ ეს ფაქტორი მოითხოვს ამ ზონისთვის ფერის შერჩევის დროს კარგად დაფიქრებას, ფერი ისეთი უნდა შეირჩეს, რომ ხშირად წარმოქმნილი ესა თუ ის ლაქა არ იყოს ადვილად შესამჩნევი. სამზარეულოსთვის იდეალური ნეიტრალური ფერები გახლავთ. თეთრს და შავს არ გირჩევთ. საერთოდ, შავი ფერი სამზარეულოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

3. კარადის სახელურები

არ გირჩევთ სამზარეულოს ზედა ფასადზე სახელურების დამონტაჟებას. უმჯობესია კარადის კარი რამდენიმე სანტიმეტრით გამოწეული იყო, რათა მისის გამოღება ქვევიდან შეძლოთ, ვიდრე მას სახელური დაუმაგროთ. სახელურები სამზარეულოს ერთიან ვიზუალს საგრძნობლად აფუჭებს.

4. დაბალი კარადები

მაშინაც კი, თუ სამზარეულოს ჭერი მაღალია და კარადა ძალიან მაღალი გამოდის, უმჯობესია არჩევანი ასეთ ჭერს მიბჯენილ კარადებზე გააკეთოთ. ასეთი სამზარეულო არა მარტო ვიზუალურად გამოიყურება უკეთესად, არამედ ხელს უშლის ზედმეტი მტვრის დაგროვებას.

5. ჩამრთველების უკმარისობა და ცუდი განათება

დაბინდული, პატარა განათება შესაძლოა მოუხდეს საძინებელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამზარეულოს. სამზარეულოში საჭიროა კარგი განათება, განსაკუთრებით ეხება ეს სამუშაო ზონას.
ასევე ძალიან მნიშნელოვანია ჩამრთველები. საქმის კეთების დროს, ტექნიკის გამოყენებისას დიასახლისს პრობლემა არ უნდა შეექმნას, ის ყველანაირად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს სამზარეულოში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები