5 იდეა, როგორ გავზარდოთ პატარა ოთახში ვიზუალურად სივრცე

რთულია გადაჭრით თქმა, დიდი სახლის მოწყობა უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუ პატარასი. რაც უფრო პატარაა ოთახი, მით უფრო რთულია საგნების ისე გადანაწილება, რომ არსებული სივრცეც ჭკვიანურად ავითვისოთ და, ამავდროულად, მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმნათ.
გამოცდილ ინტერიერის დიზაინერებს პატარა სივრცის მოწყობა არ აშინებთ, რადგან ზუსტად იციან ოპტიკური ილუზიის ის საიდუმლოებები, რომლებიც „თვალს ატყუებს“ და ოთახის ვიზუალურად გადიდებაში გვეხმარება. 5 საიდუმლოს, თუ როგორ შევქმნათ პატარა სახლში დიდი სივრცის ილუზია, თქვენც გაგიზიარებთ.

1. ეფექტური კონტრასტები
ის, რომ პატარა ოთახს ღია ფერის

კედლები ადიდებს, მართალია, მაგრამ ამის გამო მთელი ოთახის თეთრად ან კრემისფრად შეღებვა არასწორია. რეალურად, მთავარი საიდუმლო კონტრასტული ფერების თამაშია.ღია ფერის კედლები სინათლეს ირეკლავს და ოთახს ვიზუალურად ადიდებს, მუქი ფერის კედლები კი მყუდრო, ინტიმურ გარემოს ქმნის.
დადებითი ეფექტისთვის შეარჩიეთ თეთრი, ლურჯი და მწვანე ტონები.ნუ შეგეშინდებათ კონტრასტული ფერების გამოყენების. მაგალითად, ეფექტურია ოთახის 3 ნაწილად გაყოფის მეთოდი, კერძოდ: კედლის ზედა ნაწილის ღია ფერში, შუა ნაწილის - მუქ ფერში, ქვედა ნაწილის კი ღია ფერში გადაწყვეტა. ეს ხრიკი ოთახში სიღრმის ილუზიას შექმნის და ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს.

2. დიდი სარკეები

სარკეს სასწაულების მოხდენა შეუძლია, თუკი მათ სწორ ადგილას დაკიდებთ. პატარა ოთახში დაკიდებული სარკე სინათლეს აირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად გაზრდის. თუკი სარკეებს (თუნდაც, სხვადასხვა ზომისას) ერთმანეთის მოპირდაპირე კედლებზე დაკიდებთ, ოთახი ვიზუალურად კიდევ უფრო გაიზრდება და სიღრმის ილუზია შეიქმნება.

3. 3D ფოტოშპალერი

ინტერიერში 3D ფოტოშპალერის გამოყენება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ტრენდია, რომელმაც ევროპასა და ამერიკაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი. მას აქტიურად იყენებენ როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე ფართებში. ამგვარი ფოტოშპალერი, შეღებილი კედლებისა თუ ჩვეულებრივი შპალერისგან განსხვავებით, უსასრულო სიღრმის შეგრძნებას ტოვებს. შედეგად, ოთახი ვიზუალურად იზრდება.
3D ფოტოშპალერს სივრცის ვიზუალურად გაზრდის გარდა სხვა უპირატესობებიც აქვს: ხელმისაწვდომია, მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა (თუკი უმაღლესი ხარისხის საღებავით არის დამზადებული). საქართველოში უმაღლესი ხარისხის წყლის საღებავით ბეჭდავს ფოტოშპალერს კომპანია „პრინტარეა“, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფოტოშპალერი შეარჩიოთ და დაამზადოთ.

4. დეკორატიული ნივთები
პატარა ოთახი განაჩენი არ არის და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი საყვარელი დეკორაციებისთვის ადგილი არ დაგრჩებათ. ბევრ და წვრილმან დეკორატიულ ნივთებს ამჯობინეთ შედარებით დიდი ზომის ნივთები.
იგივე ითქმის ნახატებზეც. რამდენიმე პატარა ზომის ნახატის ნაცვლად, კედელზე ერთი დიდი ნახატი დაკიდეთ, დანარჩენი კედლები კი თავისუფალი დატოვეთ, რათა ოთახი მეტისმეტად არ გადატვირთოთ.

5. მრავალფუნქციური ავეჯი

პატარა ოთახში მთავარი თავსატეხი ავეჯის განთავსებაა. იმისათვის, რომ მთელი ოთახი ავეჯმა არ დაიკავოს, არჩევანი მრავალფუნქციურ ავეჯზე შეაჩერეთ. მაგალითად, თუკი პატარა საძინებლის მოწყობაზე ფიქრობთ, სათავსოიანი საწოლი შეარჩიეთ. მისაღებში დიდ ადგილს დაგიზოგავთ პატარა სათავსოიანი მაგიდა. ავეჯის ფერები კედლების ან ფარდების ფერის მიხედვით შეარჩიეთ. თუკი დივანსა და სავარძლებს ეძებთ, უმჯობესია, „ფეხებიან“ ავეჯზე შეაჩეროთ არჩევანი, ამით ოთახში სივრცე ვიზუალურად გაიზრდება.

კომენტარის დამატება