რა ფერის კედლები ჯობს პატარა ზომის ოთახში და შეიძლება თუ არა შპალერის გადაღებვა

მოგბეზრდათ მშობლიური კედლები და რამე სიახლე გინდათ? ამჯერად იმაზე არ ვისუბრებთ, კედლების შეღებვა ჯობია თუ შპალერის გაკვრა, ამჯერად შევეცდებით მკითხველების მიერ დასმულ ყველაზე ხშირ კითხვებს გავცეთ პასუხი.

საღებავი თუ შპალერი?
ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული, თუმცა გახსოვდეთ, რომ კედლის შეღებვა საკმაოდ მარტივი და სახალისო პროცესია და მისი მთავრი უპირატესობა ის გალხავთ, რომ თუ შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ, გადაკეთება ყოველთვის შეიძლება.

რა პლუსი აქვს საღებავს?

საღებავი ძალიან პრაქტიკულია იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კონკრეტულ ფერს ეძებთ. საღებავებით ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი ფერი.
საღებავის
მეშვეობით შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ კედლის ფაქტურას, სარებავის დატანა თითქმის ყველანაირ ზედაპირზეა შესაძლებელი.

რა მინუსები აქვს?

სამწუხაროდ, დროთ განმავლობაში ნებისმიერი საღებავი, ყველაზე ხარისხიანიც კი, ცვდება და ხუნდება.
თუ ოთახი მზიანია, მაშინ კედლები შეღებვამდე კარგად უნდა დამუშავდეს, რათა არანაირი ხარვეზი არ გამოჩნდეს.

რამდენჯერ შეიძლება კედლის გადაღებვა?

თუ კედელი ღია ფერის არის და მსგავს ფერში, მასთან მიახლოებულ ტონში გინდაღთ გადაღებით ამის გაკეთება მრავალჯერ შეგიძლიათ.
თუ კედელი მუქი ფერის არის და 2-3 ჯერ არის გადაღებილი სავარაუდოდ მეტს ვეღარ აიტანს. ამ შემთხვევაში კედელი ჯერ უნდა გაათეთროთ და ისე გადაღებოთ თავიდან.

რა საჭიროა შპალერის გადაღებვა?

ამ დროს გვეძლევა შესაძლებლობა, რემონტის დროს დაშვებული ყველა ხარვეზი დაიფაროს, განსაკუთრებულად კარგია ახალაშენებულ სახლებში, როდესაც კედელი უნდა "დაჯდეს".

რამდენჯერ შეიძლება შპალერის გადაღებვა?

მწარმოებლები გვამცნობენ, რომ ორ და თხელ ფენებად შეღებვის შემთხვევაში გადაღებვა 8-ჯერ არის შესაძლებელი, თუმცა რეალურად 2-3 შეღებვის შემდეგ უმჯობესია გაკეთდეს კაპიტალური რემონტი.

შეიძლება თუ არა ჩვულებრივი შპალერის შეღებვა?

ქაღალდის შპალერის შეღებვა არ შეიძლება, მხოლოდ სპრეით თუ დაიტანთ რამე ნახატს.
ფიზელინის და ვინილის შპალერის შეღებვა კი შესაძლებელია, თუმცა 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

როგორც წესი, რამდენი ფენა საღებავის დატანაა გამართლებული?
მინიმუმ 2 ფენა აუცილებელია. 1 ფენა არასდროს არის საკმარისი. თუ მუქი ფერი გაქვთ შერჩეული უმჯობესია 3 ფენად შეღებოთ.

რა ფერები მოუხდება პატარა სივრცეს?

ტრადიციულად, თეთრი, კრემისფერი, ღია ფერები, თუმცა ახლა ძალიან ტრენდულია აქცენტები, თუნდაც ერთ კედელზე.

მეტი ფერი და კონტრასტი
იმისათვის, რომ სივრცე იყოს ხალისიანი და არა მოსაწყენი აუცილებლად დაგჭირდებათ კონტრასტული ფერების შეხამება.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები