დაახლოებით რა ჯდება ერთი ოთახის გარემონტება დღევანდელ პირობებში

დამეთანხმებით, რემონტი არც ისე სასიამოვნო პროცესია, რომელიც დიდ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს , თუმცა ორივეს გაღება სასურველი შედეგის მისაღებად ნამდვილად ღირს.
ბევრი ჩვენგანი რემონტის დაწყებისგან თავს ხარჯების გამო იკავებ, რადგან მოგეხსენებათ, ხარისხიანი პროდუქცია მაღალ ფასებთანაა დაკავშირებული, უხარისხო მასალების გამოყენება კი გრძელვადიან პერსპექტივაში არახარჯეფექტურია.
რეალურად, შესაძლებელია, ზოგიერთ მასალაზე თანხა დავზოგოთ, ზოგიერთი კი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, სარემონტო და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ სპეციალისტების დახმარებით, მოგცეთ რეკომენდაციები, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ რემონტს გეგმავთ და ერთი ოთახის - 20 კვ.მ

მისაღების მაგალითზე დაგვეთვალა ფასები, რათა რეალური სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს.
წარმოვიდგინოთ, რომ რემონტს ვიწყებთ ეგრედწოდებულ მწვანე კარკასში, სადაც კომუნიკაციები და ელექტროგაყვანილობა უკვე არსებობს, შესაბამისად, გასწორებულ კედლებზე გვესაჭიროება მხოლოდ იატაკის, კედლებისა და ჭერის სამუშაოები.

 

კედლები
პირველ რიგში კედლები უნდა დამუშავდეს ფითხით, გასწორდეს იდეალურად და დამუშავდეს ზუმფარის ქაღალდით. უკვე ამ საბაზისო სამუშაობის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი შპალერსა და შეღებვას შორის. წლების განმავლობაში რამდენიმე მიზეზი გამო გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ კედლის შეღებვას შპალერის გაკვრა სჯობს, რადგან მასალის შემადგენლობა შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე იყოს, ხოლო დასვრის შემთხვევაში მისი გაწმენდა რთულია. რეალურად, არსებობს საღებავები, რომელიც ეკო ნივთიერებებზეა დამზადებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, შეღებილი კედლის გაწმენდა კი სპეციალური ნივთიერებებით ან სველი წესით არის შესაძლებელი. არსებობს ასეთივე შპალერი, რომელიც წმენდისას არ ზიანდება და პირვანდელ იერსახეს ინარჩუნებს.
უმჯობესი იქნება საღებავსა და შპალერზე თანხას არ დავზოგავთ და ხარისხზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამასთან, როგორც „მიჰაუსში“ განგვიმარტეს, ხარისხიანი პროდუქტის შეძენა ხელმისაწვდომ ფასადაც არის შესაძლებელი და მის შერჩევაში მომხმარებლებს თავადაც დაეხმარებიან.
საღებავის ფასი 7.70 ლარიდან იწყება
შპალერი - 6 ლარიდან

იატაკი


როცა საქმე ეხება იატაკს, უმჯობესია, თუ აქაც დაზოგვის ნაცვლად ხარისხზე გავაკეთებთ აქცენტს. ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მისაღებში უმჯობესია ლამინატის იატაკი დავაგოთ. კონკრეტულად ის მოდელები რომლებიც 32 ან უფრო მაღალ კლასს მიეკუთვნება, რადგან ეს მოდელები კონკრეტულად მაღალი დატვირთვირთვის სივრცეებისთვისაა გათვლილი. ლამინატის ფასი „მიჰაუსში“ კვ.მ-ზე 16 ლარიდან იწყება და ხარისხისა და გამძლეობის მიხედვით იზრდება. ასევე მნიშნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ისეთი მეორადი მასალები, როგორიც ლამინატის ქვეშაგებია. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები სწორედ ქვეშაგებზე ზოგავენ თანხას რაც შეცდომაა რადგან სწორედ ეს თითქოს უმნიშვნელო ნაწილი განსაზღვრავს იატაკის ექსპლუატაციის ვადებს.

გათბობა
საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, გამოიყენოთ ცენტრალური გათბობა, ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ ხარჯს შეგიმცირებთ და ასვეე მოგცემთ ერთიან სითბოს მთელ სახლში. სწორად დამონრაჟებული სისტემა მაქსიმალურად შეამცირებს კედლებისა და ფანჯრების დაცვარვის რისკს.
გათბობის ქვაბი 
კედლის რადიატორი

კარი

კარის შერჩევისას რეკომენდებულია გავითვალისწინოთ კედლებისა და იატაკის ფერი და ავეჯიც კი, რომელსაც ოთახში დავდგამთ. თუ რემონტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე: იატაკი, კედლები, გათბობა თანხა არ დავზოგეთ, კარის შერჩევისას უკვე ამის გაკეთება მეტნაკლებად შეგვიძლია. „მიჰაუსში“ განგვიმარტეს, რომ საშუალო ხარისხის, გამძლე და კარგი ვიზუალის მქონე MDF-ის კარის კომპლექტის შერჩევა ჰიპერმარკეტში დაახლოებით 300 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თანამოდეროვე კარის დიდი პლიუსი მარტივი მონტაჟი და დემონტაჟია რაც მისი განახლების საშალებას იძლევა.

ჭერი და განათება

ჭერს ინტერიერში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორად დაყენებული განათება კი ყველაფერს დამატებით ხიბლს სძენს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ბევრ სახლში გინახავთ ორდონიანი ჭერი ან ჭერი რამდენიმე სახის განათებით, მაინც, მისაღებ ოთახს გადატვირთული დიზაინი არ უხდება.
არსებობს რამდენიმე სახეობის ჭერი, რომლებიც ფასისა და გამძლეობის მიხედვით განსხვავდება: თაბაშირ-მუყაო, დაპრესილი ხის ჭერი, ფრანგული გასაჭიმი ჭერი და სხვა.
თუ გასაჭიმი ჭერი მოგვწონს და მის შეძენას გადავწყვეტთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სჯობს, არჩევანი მაღალი ხარისხის მასალაზე გავაკეთოთ, რადგან მონტაჟისას მისი დაზიანების რისკი მაღალია. თაბაშირ-მუყაოს შემთხვევაში ხარჯი უფრო ნაკლებია და მას კედლის ნაკლოვანებების შენიღბვა მარტივად შეუძლია.
გასათვალისწინებელია, რომ დაბალჭერიან სახლში რამდენიმედონიანი ჭერის გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან მას რამდენიმე სანტიმეტრით მაინც ადაბლებს და საბოლოო ჯამში, სივრცის შეგრძნებას გვაკარგინებს.
გასაჭიმი ჭერი - კვ.მ 25 ლარი
თაბაშირ-მუყაო - 3 კვ.მ - 12.50 ლარიდან
სახლში სივრცე რომ ვიგრძნოთ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნათელი ფერები და სწორად დამონტაჟებული განათება გვქონდეს. გასათვალისწინებელია, რომ ტორშერები ძირითადად, დეკორაციის ან კონკრეტული წერტილის გასანათებლადაა განკუთვნილი, ამიტომ ჭერის განათება ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორც წესი, მაღალჭერიან სახლს ჭაღი უხდება. ბოლო პერიოდში ჭაღები საკმაოდ ტრენდული გახდა და ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. თანამედროვე, მრავალნათურიანი ჭაღი მისაღებს მშვენივრად გაანათებს. დამატებითი სინათლისთვის კი შეგვიძლია, თვითონ ჭერში ნათურებიც ჩავაყოლოთ.

კომენტარის დამატება