რემონტი აბაზანაში: ნივთები, რომელზე ეკონომია არ ღირს


არ იცით, რაზე შეიძლება ეკონიმიის გაკეთება აბაზანის რემონტის დროს, საქმე სანანებლად რომ არ გაგვიხდეს?
რა თქმა უნდა, შგიძლიათ იქონიოთ ჩვენი იმედი, დაგეხმარებით საინტერესო რჩევებით.

1. შემრევი და მილები







ეკონომია შეგიძლიათ გააკეთოთ ბრენდულ ავეჯზე, თუნდაც კერამიკულ ფილებზე, რა თქმა უნდა ხარისხის გათვალისწინებით, თუმცა აბაზანის შემრევი და მილები ის ნივთებია, რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ და რომელზე ეკონომიაც ნამდვილად არ ღირს.

2. ფუგა





ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო დეტალია , თუმცა გირჩევთ, რომ ფუგა მაქსიმალურად ხარისხიანი შეარჩიოთ ცემენტის ბაზაზე, რომელიც მდგრადიც იქნება
და არც გახუნდება და გაყვითლდება დროთა განმავლობაში.

3. აბაზანა







სანამ გადაწყვეტთ აბაზანას დაამონტაჟებთ თუ საშხაპე კაბინას, ჯერ კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ, რა ფუნქცია დაეკისრება მას. შხაპის მიღების დროს რადიო, ტელეფონი და სხვა დეტალები, ვფიქრობთ, ზედმეტია, აი, თავად აბაზანის ხარისხზე კი ნამდვილად არ ღირს ეკონომიის გაკეთებას.

4. ხელოსნები







აბაზანის რემონტი უნდა მიანდოთ პროფესიონალებს და არა მოყვარულებს. ეს ერთადერთ მთავარი მომენტია, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ეკონომია.

5. ჰიდროიზოლაცია







იმისათვის, რომ კერამიკულმა ფილამ თავისი ფუნქცია ხარისხიანად შეასრულოს,
აუცილებელია ჰიდროიზოლაციის გაკეთება. ეს შესაძლოა არც ისე იაფი ღირს, თუმცა თავიდან აიცილებთ მეზობელთან წყლის ჩაშვებას და უსიამოვნებებს.

6. მოპირკეთება






მასალის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ არა ბრენდს, არამედ მასალის ხარისხს. ზედმეტად დეკორატიული ფილების გარეშეც არის შესაძლებელი ხარისხის მიღება.

კომენტარის დამატება